სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 30. სხვა სახელმწიფოსათვის, საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემის შეზღუდვა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სხვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციას ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირს ისეთი ინფორმაცია ან ინფორმაციის შემცველი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების ან საქართველოს მთავრობის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე.

2.სხვა სახელმწიფოსთან (რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან/სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირთან (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღია შესაბამისი დაშვება) საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დაიდოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების მიერ სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამ ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებთან გაცვლილ და ამ ქვეყნებისათვის გადაცემულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2018 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 19 ივლ. 2018 – 1 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

  3. 12 მარ. 2015 – 19 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹313212019191126737537530
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საჯარო შესყიდვების შეს…პერსონალურ მონაცემთა დ…სამართალდაცვით სფეროში…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სახალხო და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა