საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 73. დამატებითი გამონაკლისები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის დებულებები, გარდა ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლებით დადგენილი გამონაკლისებისა, ასევე არ გამოიყენება, თუ: ა) მათი გამოყენებით გამჟღავნდება სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაცია; ბ) შესყიდვის ხელშეკრულება საზღვარგარეთ განლაგებული საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის არის გამიზნული და მათ, ოპერატიული საჭიროებებიდან გამომდინარე, მისი შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკურ ოპერატორთან დადება სჭირდებათ; გ) საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნის მთავრობასთან დებს შესყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც ეხება ერთ ან რამდენიმე შემდეგ შემთხვევას: გ.ა) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას; გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან პირდაპირ დაკავშირებულ სამუშაოს ან მომსახურებას; გ.გ) სპეციალურად სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილ სამუშაოს ან მომსახურებას, აგრეთვე საიდუმლო დანიშნულების სამუშაოს ან მომსახურებას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საიდუმლო საჯარო შესყიდვის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, საიდუმლო საჯარო შესყიდვის განხორციელების განზრახვა, რომელიც საიდუმლო საჯარო შესყიდვის შესახებ ზოგად, არასაიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში. საიდუმლო საჯარო შესყიდვის განხორციელების წესის დადგენისას საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის პროცედურებით და განსაზღვრავს საიდუმლო საჯარო შესყიდვაში მათი გამოყენების თავისებურებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2026
  2. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 23 სექ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121249114302177210989873
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო საიდუმლოები…კონკურენციის შესახებსამხედრო და ორმაგი დან…შრომის ინსპექციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა