სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 41⁴. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება ენიჭება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება, აგრეთვე ინფორმირებულია საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ.

2.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვების გასაცემად ფიზიკური პირის შემოწმების პროცედურას 1 თვის ვადაში ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

3.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას, ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებასა და შესაბამისი დაშვების სერტიფიკატებს გასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

4.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად ფიზიკურ პირს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სათანადო ფორმით ინდივიდუალური დაშვება.

5.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მისაღებად იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შესაბამისი დონის დაშვება.

6.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის სხვა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ან კონტრაქტორისთვის გამჟღავნება ან გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ინფორმაციის წარმომშობის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მარ. 2015 – 25 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹31318¹20126141⁵41⁶41¹21111441⁴
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…თავისუფლების ქარტიასურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა