Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საიდუმლოების შესახებმუხლი 41⁶

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 41⁶. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:დაცვის სტრატეგიებიუსაფრთხოების დაშვებაIT მომსახურებაGDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობარისკების მართვაბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია დაცული უნდა იქნეს სულ მცირე იმ დონეზე, რომელიც განსაზღვრული აქვს თავად ევროკავშირის მხარეს.

2.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც ის მოწოდებულია ევროკავშირის მხარის მიერ.

3.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად პერსონალის უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების, საწარმოო უსაფრთხოების, საიდუმლო ინფორმაციის გამრავლების, თარგმნისა და განადგურების, გადაცემისა და გადატანის წესებს, საქართველოში ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

4.საქართველოს ყველა ობიექტი, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა და მისი შენახვა, საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფრთხოების სათანადო სერტიფიცირების განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

5.საქართველოს ყველა საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემა, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა, საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აკრედიტაციის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

6.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია ელექტრონული საშუალებებით უნდა გადაიცეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული კრიპტოგრაფიული საშუალებების გამოყენებით.

7.ელექტრონული საშუალებებით ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ავთენტურობის, ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ნამდვილობის პრინციპების განუხრელი დაცვით.

8.ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის მიზნებისთვის გამოიყენება, ექვემდებარება ტესტირებას როგორც აკრედიტაციის პროცესში, ისე აკრედიტაციის შემდეგ, გარკვეული პერიოდულობით, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება დაირღვეს ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნები.

9.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ რაოდენობის აპარატული აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება, აგრეთვე ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ფუნქციების შესრულება, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის სრული ციკლის შესასრულებლად.

10.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის პროცესის მონაწილე უფლებამოსილ პირს, აგრეთვე შესაბამის მოწყობილობას უნდა ჰქონდეს იმ დონის ფუნქციური პრივილეგიები, რომელიც საჭიროა ამ პროცესში წარმოქმნილი კანონიერი ამოცანების შესასრულებლად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი IX პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მარ. 2015 – 25 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 41⁵შემდეგი მუხლი 42

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კიბერ რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო მემკვიდრეობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკის შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 41⁴ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა
  • 41⁵ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები
  • 41³ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 8ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 151კონფიდენციალურობის დაცვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 75საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

კონკურენციის შესახებ

  • 20ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 21სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 19სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 37¹საჯარო დაწესებულებისათვის პერსონალური მონაცემებისა და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 19საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹198201941⁴41⁵41³21221517541⁶
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო შესყიდვების შეს…კონკურენციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026