ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

მუხლი 13

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მულტიდისციპლინური ჯგუფი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას.

2.აკრძალულია დადებითი დასკვნის გაცემა მხოლოდ იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს პირის გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევას.

3.დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ განხორციელებული საექსპერტო მოქმედებები.

4.დადებით დასკვნაში უნდა მიეთითოს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ რეკომენდებული ვადა.

5.ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ტარდება სასამართლოს მიერ მიმართვიდან 1 თვის ვადაში.

6.მულტიდისციპლინური ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

7.მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს.

8.მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში დასკვნას აფასებს სასამართლო.

9.განსხვავებული აზრის მქონე მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი ვალდებულია საკუთარი მოსაზრება წერილობით დაურთოს დასკვნას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4016216816434146525110918 (დ…7213
მნიშვნელობით ახლოსფსიქოსოციალური საჭიროე…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…ელექტრონული კომუნიკაცი…საჯარო სამსახურში კონკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა