Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებმუხლი 18 (დანართი 1)

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 18 (დანართი 1). კომისიის საქმიანობა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹7891011

1.კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

2.კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე.

3.კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე; ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4.კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

5.კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი ღია და დახურული კონკურსის ყველა ეტაპზე.

6.კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი ან/და ზეპირი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.

6¹.კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასება განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

7.კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

8.კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

9.თუ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინასწარ განსაზღვრულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია, გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

10.საჯარო დაწესებულების მიერ ღია და დახურული კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის ვადაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში საჯარო დაწესებულება ასახავს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ფორმის, ღია და დახურული კონკურსის ეტაპების, პროცედურებისა და ღია და დახურული კონკურსის შედეგების მითითებით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.

11.კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 მარტის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 27.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 17 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 19 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2 აპრ. 2026 · №4

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 15 (დანართი 1)კომისიის შემადგენლობა
  • 21 (დანართი 1)ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 1)კომისიის მუშაობის წესი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 16გადაწყვეტილების მიღების წესი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 41კანდიდატის შეფასება

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 8საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 21კომისიის საქმიანობის მართვა
  • 22კომისიის საქმიანობის ორგანიზება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 13საარჩევნო

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23¹⁰საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 10 (დანართი 1)საგამოცდო კომისიის საქმიანობის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1623¹⁰9411115 (დ…21 (დ…3 (და…212210 (დ…81318 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…სახელმწიფოს მიერ დაფინ…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…საჯარო სამსახურის შესა…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 2 აპრ. 2026 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026