„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 5. პენსიაზე უფლების წარმოშობა
1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.
3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
4. ამ მუხლის მე -2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის „ მ “−„ ჟ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე . საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2422 - ვებგვერდი, 22.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3896 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2629 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4614 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.
