„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
მუხლი 1. სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება
სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაური (შემდგომში – საზღაური) არის სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატებული ღირებულების გადასახადი. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345
