„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
მუხლი 35. კანონით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის გადახდევინებული საზღაური
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურს ახდევინებენ ამ კანონით დადგენილი განაკვეთების მიხედვით, რომელიც მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტებში. თავი VIII დასკვნითი დებულება
