ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 29. მაგარი სასმელის წარმოება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მაგარი სასმელის წარმოება დასაშვებია მხოლოდ ყურძნისეული წარმოშობის სპირტისგან.

2.მაგარი სასმელის სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 37,5%-ზე ნაკლები. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 3 იან. 2028). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან · იცვლება 3 იან. 2028-დან

1. ღვინისაგან მიღებული მაგარი სასმელების დამზადება დასაშვებია მხოლოდ ღვინის გამოხდით ან ღვინის ნედლი სპირტის მეორადი გამოხდით მიღებული სპირტებისაგან. 2. ჭაჭისგან ყურძნის არყის დამზადება დასაშვებია დადუღებული (ფერმენტირებული) ჭაჭის დისტილაციით პირდაპირი წყლის ორთქლით ან წყლის დამატების შემდეგ. დასაშვებია ჭაჭაზე მშრალი ღვინის ლექის დამატება. მიღებულ დისტილატში სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 86 მოცულობით პროცენტს. 3. ქართულ ტრადიციულ დასახელებას „ჭაჭა“ შეიძლება დაემატოს მევენახეობის შესაბამისი მხარის, ზონის ან ქვეზონის დასახელება. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .18 3

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007

    მე-2 პუნქტში ჭაჭის მაგარი სასმელის წესი შეიცვალა ყურძნის არყის დისტილაციის დეტალური წესით და 86 მოცულობითი პროცენტის ზღვრით; დაემატა მე-3 პუნქტი „ჭაჭა“-ს დასახელებაზე.

  2. · გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    29-ე მუხლში პირველი პუნქტი ღვინისგან, ხოლო მე-2 პუნქტი ჭაჭისგან მიღებული მაგარი სასმელების დასამზადებელ სპირტებს განსაზღვრავს; დავარგების წესი ამ პუნქტიდან აღარ არის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
302426164⁵179⁷2217107889024¹6 (და…29
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…რეკლამის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…რძისა და რძის ნაწარმის…საქართველოს საგადასახა…წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა