Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეკლამის შესახებმუხლი 22

რეკლამის შესახებ

მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სპონსორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234567

1.(ამოღებულია).

1¹.2015 წლის 1 იანვრამდე დაშვებულ იქნეს: ა) მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე; მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით 20 საათიდან, ამ კანონის მე-8 მუხლით ალკოჰოლიანი სასმელების გავრცელებისათვის დადგენილი წესების გათვალისწინებით; ბ) ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამის გავრცელება კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებიდან 100 მეტრის რადიუსში.

2.ამ კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვები (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) მოქმედებს 2001 წლის 31 დეკემბრამდე.

3.ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.

4.დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, გაატარონ ღონისძიებანი კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში ამ კანონის მოთხოვნებთან გარე რეკლამის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

5.(ამოღებულია).

6.(ამოღებულია).

7.ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში იკრძალება უეფას ნებართვის გარეშე ნებისმიერი რეკლამა ან სხვა ქმედება (გარდა მაუწყებლის მიერ მიმოხილვითი სპორტული გადაცემების გავრცელებისა), რომელიც ხორციელდება არაუფლებამოსილი პირების მიერ უეფას რეპუტაციით სარგებლის მიღების მიზნით, აგრეთვე უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთის გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1775 - სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.11 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2378 - სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.219 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3245 - სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.182 საქართველოს 2009 წლის 13 მარტის კანონი №1061 - სსმI, №5, 24.03.2009წ., მუხ.19 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3962 - სსმI, №73,23.12.2010წ., მუხ.442 საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3718 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 ივნ. 2015

    22-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომელიც უეფას ნებართვის გარეშე კრძალავს რეკლამას და სხვა ქმედებას უეფას რეპუტაციით სარგებლის მისაღებად, აგრეთვე სუპერთასის მატჩის ბილეთის გასაყიდად შეთავაზებას ან კომერციულ ღონისძიებაში გამოყენებას; მაუწყებლის მიმოხილვითი სპორტული გადაცემები გამონაკლისია.

  2. 23 დეკ. 2010

    22-ე მუხლის 1¹ პუნქტში დაშვების ვადა 2011 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გადაიწია, ხოლო „ა“ ქვეპუნქტში მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამა ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით 20 საათიდან დაიშვა, მე-8 მუხლის წესების გათვალისწინებით.

  3. 24 მარ. 2009

    22-ე მუხლში ამოღებული 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც 2011 წლის 1 იანვრამდე იძლევა მაგარი სპირტიანი და ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამის განსაზღვრული სახით გავრცელების უფლებას.

  4. 16 ივნ. 2006

    22-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულია: სასმელისა და თამბაქოს რეკლამის დროებითი აკრძალვა, პრეზიდენტისადმი კანონპროექტის წარდგენის თხოვნა და უცხოური მაუწყებლობისას რეკლამის ჩანაცვლების შეჩერება.

  5. 14 იან. 1999

    22-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლითაც შეჩერებულია რეკლამის ჩანაცვლება უცხოური ტელე-რადიომაუწყებლობის ტრანსლაციისას ტელე- და რადიოტრანსლაციის შესახებ კანონის მიღებამდე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელწოდების მინიჭების უფლებები (სპონსორობა)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • 5 ცვლილება · ბოლო 24 ივნ. 2015
  • 11 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეკლამის შესახებ

  • 8ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა
  • 23კანონის ამოქმედება და გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
  • 8¹სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 12¹გარდამავალი დებულებანი

მაუწყებლობის შესახებ

  • 63ზოგადი დებულებანი
  • 65სოციალური რეკლამა
  • 77კანონის ამოქმედება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 42¹გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების დროებითი სამართლებრივი რეგულირება

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 33³ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 112 (დანართი 1)გარდამავალი დებულებები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 27გარდამავალი დებულებები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 56მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42¹33³812238¹6365772712¹112 (…5622
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეკლამის შესახებთამბაქოს კონტროლის შეს…მაუწყებლობის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…ვაზისა და ღვინის შესახ…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026