Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებმუხლი 15

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 15. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013
თემები:ტრანსპორტისატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულებიპიროვნული დაზიანებამგზავრის უფლებებიდაბინძურების კონტროლიღონისძიებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს გზებზე პირის უსაფრთხო პირობებში მოძრაობის უფლება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ და უზრუნველყოფილია ამ კანონით.

2.საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების რეალიზება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის უფლებებს.

3.საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან და საჯარო მოსამსახურეებისაგან მიიღოს: ა) ინფორმაცია მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ) ინფორმაცია ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებულ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან; დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარება.

4.საგზაო მოძრაობის მონაწილე ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდება გზაზე.

5.საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება. მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები 1. ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).

2.სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) „A“ − მოტოციკლი; ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს; გ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; დ) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს; ვ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს; ზ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს; თ) „T“ – სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან; ი) „S“ − საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან; კ) ტრამვაი.

3.„A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ 3 -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი); ბ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი; გ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; დ) „D1“ − მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; ე) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს; ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 16 1 . სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და პრაქტიკული).

2.შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ: ა) მან გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვებით „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა); ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) გასულია მართვის უფლების შეჩერების ვადა; დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

4.„A“, „B“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული ის პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში.

5.სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი: ა) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის: ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება; გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი; დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი; ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი; ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი; თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი; ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი; კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −17 წელი; ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −18 წელი; მ) ტრამვაისათვის − 21 წელი.

6.„C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

7.„C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო).

8.„C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

9.„D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

10.„BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

11.„CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

12.„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

13.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოებათა არსებობისას სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული მართვის უფლების აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

14.ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც.

15.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი შეიძლება შეუმცირდეს ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა 1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

2.„CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

3.„CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

4.„CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

5.„C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

6.„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

7.„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.

8.„C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.

9.„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.

10.„C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.

11.„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

12.ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

13.უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა.

14.ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 17 1 . 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა 1. „B“, „T“, „A1“ ან „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებითა და აკრძალვებით) და მასზე გაიცემა მართვის მოწმობა; ამასთანავე, მართვის მოწმობის მოქმედების ვადად მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) დღე.

2.18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მინიჭებული „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეწყდება (გაუქმდება): ა) 18 წლის ასაკის შესრულების დღიდან 30-ე კალენდარული დღის 24 საათზე; ბ) 18 წლის ასაკის შესრულებიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭების და მასზე მართვის მოწმობის გაცემის შემთხვევაში; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გარემოებათა დადგომამდე პირისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ­− მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე; დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით მართვის უფლების შეწყვეტისას (გაუქმებისას); ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3.პირს, რომელსაც „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება: ა) მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით; ბ) შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა.

4.პირის მიერ „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე (თეორიული და პრაქტიკული) მიღებული დადებითი შეფასება იურიდიულ ძალას კარგავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლის წარმოშობისთანავე; ბ) თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 31-ე კალენდარულ დღეს, თუ აღნიშნულ პერიოდში პირმა იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის პრაქტიკულ გამოცდაზე დადებითი შეფასება არ მიიღო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) დაუყოვნებლივ, თუ გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებიდან მართვის მოწმობის გაცემამდე: გ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-6 ან მე-8 ნაწილით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 119-მუხლის მე-6 ნაწილით ან მე-8 ნაწილით (თუ ეს სამართალდარღვევა ჩადენილია იმავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ), ან 121-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის; გ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) დაუყოვნებლივ, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტიდან (გაუქმებიდან), მაგრამ არა უგვიანეს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭებისა: დ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე, 117-ე ან 123-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის; დ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5.პირს, რომელსაც „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 18 წლის ასაკამდე წარმატებით ჩაბარებული შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფუძველზე, თუ ამ უფლების მიღების მოთხოვნის მომენტისათვის არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.

6.პირი, რომელსაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მიღწევისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ.

7.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების გაუქმების საფუძველი არ ვრცელდება პირის მიერ წარმატებით ჩაბარებული გამოცდის შედეგზე, რომელზედაც გაცემულ იქნა მართვის მოწმობა. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 18.   სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია 1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემასა (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).

2.სააგენტოს მიერ პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება მართვის მოწმობის გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით, ამასთანავე: ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი; ბ) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მინიჭებული მართვის უფლების გაუქმების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულების თარიღი.

3.მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის, აგრეთვე საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს.

4.ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5.ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 19.   სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები 1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

2.ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია: ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ბ) ამ კანონის 17 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობა; გ) პირის გარდაცვალება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

3.სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. თავი V. საგზაო მოძრაობის წესები

რედაქციების შედარება

1. საქართველოს გზებზე პირის უსაფრთხო პირობებში მოძრაობის უფლება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ და უზრუნველყოფილია ამ კანონით. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების რეალიზება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის უფლებებს. 3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან და საჯარო მოსამსახურეებისაგან მიიღოს: ა) ინფორმაცია მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ) ინფორმაცია ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებულ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან; დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარება. 4. საგზაო მოძრაობის მონაწილე ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდება გზაზე. 5. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება. მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები 1. ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული). 2. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) „A“ − მოტოციკლი; ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს; გ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; დ) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს; ვ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს; ზ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს; თ) „T“ – სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან; ი) „S“ − საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან; კ) ტრამვაი. 3. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ 3 -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი); ბ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი; გ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; დ) „D1“ − მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; ე) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს; ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 16 1 . სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და პრაქტიკული). 2. შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ: ა) მან გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვებით „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა); ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) გასულია მართვის უფლების შეჩერების ვადა; დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 4. „A“, „B“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული ის პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში. 5. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი: ა) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის: ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება; გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი; დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი; ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი; ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი; თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი; ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი; კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −17 წელი; ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −18 წელი; მ) ტრამვაისათვის − 21 წელი. 6.  „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 7. „C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო). 8. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 9. „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 10. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 11. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 12. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 13. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოებათა არსებობისას სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული მართვის უფლების აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 14. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც. 15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი შეიძლება შეუმცირდეს ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა 1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 2. „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 3. „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 4. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 5. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 6. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 7. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება. 8. „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი. 9. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს. 10. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს. 11. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს. 12. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. 13. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა. 14. ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 17 1 . 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა 1. „B“, „T“, „A1“ ან „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებითა და აკრძალვებით) და მასზე გაიცემა მართვის მოწმობა; ამასთანავე, მართვის მოწმობის მოქმედების ვადად მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) დღე. 2. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მინიჭებული „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეწყდება (გაუქმდება): ა) 18 წლის ასაკის შესრულების დღიდან 30-ე კალენდარული დღის 24 საათზე; ბ) 18 წლის ასაკის შესრულებიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭების და მასზე მართვის მოწმობის გაცემის შემთხვევაში; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გარემოებათა დადგომამდე პირისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ­− მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე; დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით მართვის უფლების შეწყვეტისას (გაუქმებისას); ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. პირს, რომელსაც „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება: ა) მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით; ბ) შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა. 4. პირის მიერ „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე (თეორიული და პრაქტიკული) მიღებული დადებითი შეფასება იურიდიულ ძალას კარგავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლის წარმოშობისთანავე; ბ) თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 31-ე კალენდარულ დღეს, თუ აღნიშნულ პერიოდში პირმა იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის პრაქტიკულ გამოცდაზე დადებითი შეფასება არ მიიღო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) დაუყოვნებლივ, თუ გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებიდან მართვის მოწმობის გაცემამდე: გ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-6 ან მე-8 ნაწილით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 119-მუხლის მე-6 ნაწილით ან მე-8 ნაწილით (თუ ეს სამართალდარღვევა ჩადენილია იმავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ), ან 121-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის; გ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) დაუყოვნებლივ, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტიდან (გაუქმებიდან), მაგრამ არა უგვიანეს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭებისა: დ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე, 117-ე ან 123-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის; დ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 5. პირს, რომელსაც „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 18 წლის ასაკამდე წარმატებით ჩაბარებული შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფუძველზე, თუ ამ უფლების მიღების მოთხოვნის მომენტისათვის არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოება. 6. პირი, რომელსაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მიღწევისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების გაუქმების საფუძველი არ ვრცელდება პირის მიერ წარმატებით ჩაბარებული გამოცდის შედეგზე, რომელზედაც გაცემულ იქნა მართვის მოწმობა. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 18.   სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია 1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემასა (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო). 2. სააგენტოს მიერ პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება მართვის მოწმობის გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით, ამასთანავე: ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი; ბ) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მინიჭებული მართვის უფლების გაუქმების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულების თარიღი. 3. მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის, აგრეთვე საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს. 4. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 19.   სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები 1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა. 2. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია: ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ბ) ამ კანონის 17 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობა; გ) პირის გარდაცვალება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა. 3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. თავი V საგზაო მოძრაობის წესები

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა (მუხლი 276)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვება (მუხლი 276 / ადმ. 123)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგზაო შემთხვევის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სიცოცხლის მოსპობა ავტოსაგზაო შემთხვევისას (მუხლი 276)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2013-12-24 · №29

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
4
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8საქართველოს ადმინი… 116საქართველოს ადმინი… 119საქართველოს ადმინი… 123

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 3საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 4საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი
  • 20მძღოლის ზოგადი მოვალეობები

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 20საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა
  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 21მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საავტომობილო გზების შესახებ

  • 19საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა
  • 21გზებით მოსარგებლეების პასუხისმგებლობა
  • 17მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 67საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისას ბავშვის უსაფრთხოების დაცვა

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 5ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
834205116119123192110201216715
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო ტრანსპორტ…საავტომობილო გზების შე…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 დეკ. 2013