სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახიფათო ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვან ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის ან სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშში სხვა უზუსტობის არსებობის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290 10 მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 118⁵. სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №571 · ძალაშია 1 იან. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
31 დეკ. 1984 – 3 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი
ადვოკატი, მედიატორი
კონსულტაცია: ₾200

