Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 118

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 118. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სატრანსპორტო საშუალებების შეფასებასაგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2.იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

5.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ბოლოს დადებული, ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 700 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით.

3.ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისგან.

4.პირს, რომელსაც დაედო ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში ჩადენისთვის არ შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1916 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 22 მარტის კანონი №2649 – ვებგვერდი, 05.04.2023წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 30 მაი. 2023 – 3 ივნ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 16

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. 3 ივნ. 2023· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2023
  3. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017

    118-ე მუხლში „სავალდებულო პერიოდული ტესტირება“ შეიცვალა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებით, მძღოლის ჯარიმა 50 ლარია, გადაცემა/დაშვება ცალკე ჯარიმდება (50/200 ლარი), ხოლო შენიშვნის მე-2 პუნქტი აწესებს ვიდეოფიქსაციისას 290¹ და 290² მუხლების წესს.

  4. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    118-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში საურავი გახდა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი, არაუმეტეს 500 ლარისა, და წესი მთელ მუხლზე გავრცელდა; მე-2 ნაწილი ამოღებულია.

  5. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  6. 18 მაი. 2012

    შენიშვნის პირველ და მე-2 ნაწილებში ჯარიმის ჩამორთმევით შეცვლის პირობა ახლა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა.

  7. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    პირველ ნაწილში საურავი 150 ლარით ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული და 1 წლით ჩამორთმევა 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობას უკავშირდება; მე-2 ნაწილს დაემატა ამავე პირობით ჯარიმის 2 წლით ჩამორთმევით შეცვლა.

  8. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    118-ე მუხლში ტექნიკური დათვალიერება შეიცვალა პერიოდული ტესტირებით (გამოცდით) და დაემატა მე-2 ნაწილი ექსპლუატანტის 100-ლარიანი ჯარიმით; შენიშვნაში ახლა ცალ-ცალკეა დადგენილი საურავი (150 და 500 ლარი) და ჯარიმის შეცვლა უფლების ჩამორთმევით.

  9. 15 ივლ. 2005

    118-ე მუხლის ორი შემადგენლობა გაერთიანდა ერთ ნორმაში ფიქსირებული 10 ლარის ჯარიმით, და დაემატა საურავისა და უფლების ჩამორთმევის შენიშვნა.

  10. 1 ივლ. 1997· გამოქვეყნდა 7 ივნ. 1997

    118-ე მუხლი რკინიგზის გადასასვლელის დარღვევის ნაცვლად ეხება დაუთვალიერებელი სატრანსპორტო საშუალების მართვას და მის გადაცემას. ორივე შემთხვევაში ჯარიმაა სამიდან რვა ლარამდე; უფლების ჩამორთმევა აღარ არის გათვალისწინებული.

  11. 29 ივნ. 1995

    118-ე მუხლში ჯარიმა ორი მინიმალური ოდენობიდან შეიცვალა ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე; მართვის უფლების ექვს თვემდე ჩამორთმევა უცვლელია.

  12. 17 მარ. 1994

    118-ე მუხლში ჯარიმა სამასი მანეთიდან შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალა; დაემატა №436 კანონის მითითება.

  13. 31 აგვ. 1992

    118-ე მუხლში ჯარიმა ოცდაათიდან სამას მანეთამდე გაიზარდა; დაემატა დეკრეტის წყაროს მითითება.

  14. 30 ივნ. 1989

    118-ე მუხლი ერთ ნაწილადაა ჩამოყალიბებული: დარღვევისთვის ჯარიმაა ოცდაათი მანეთი ან უფლების ჩამორთმევა ექვს თვემდე, გაფრთხილება და განმეორებადობის ნაწილი კი ამოღებულია.

  15. 28 აგვ. 1987

    118-ე მუხლის პირველ ნაწილში დაკონკრეტდა, რა დარღვევები ჩაითვლება გადასასვლელების გავლის წესების დარღვევად.

  16. 30 ივნ. 1986
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 117²შემდეგი მუხლი 118¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვა (ადმ. მუხლი 121)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავარიული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 16 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 30 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290მუხლი 290¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 313მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 121სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის
  • 119სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
  • 115¹სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 18ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 277სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება
  • 276ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 64ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
  • 85ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევა

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 13ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 20ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (სახდელები)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
277276290290¹31338121119115¹1820170261364118
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ტექნიკური საფრთხის კონ…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…სატელეკომუნიკაციო ინფრ…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026