საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 152. სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებასთან დაკავშირებით ტერიტორიის დაზიანება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეზოს, სკვერის, ქუჩის ან მოედნის თვითნებური გადათხრა, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად მისი თვითნებური დაზიანება ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით თვითნებური ჩახერგვა, გადათხრის ადგილის, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად დაზიანების ადგილის ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით ჩახერგვის ადგილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე, თვითნებური მიტოვება ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებისთვის სათანადო სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობის დარღვევა/შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში მისი ჩადენის შედეგის აღმოუფხვრელობა ან აღნიშნული შედეგის მისი აღმოუფხვრელობის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4713 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.143 საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №537 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    152-ე მუხლის მე-2 ნაწილში უძრავი ძეგლის დაცვის ზონა შეიცვალა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონით და სანქციის ჩანაწერი რედაქციულად გადაკეთდა; მე-3 ნაწილში ჯარიმის გამოხატვის ფორმულირება შეიცვალა.

  3. · გამოქვეყნდა 15 იან. 2007

    მხოლოდ თანამდებობის პირთა გაფრთხილების ან მინიმალური ოდენობით ჯარიმის ნაცვლად ახლა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფიქსირებული ჯარიმებია, დაემატა ძეგლის დაცვის ზონისა და გამოუსწორებლობის ნაწილები.

  4. 152-ე მუხლში თანამდებობის პირთა ჯარიმა მანეთებიდან გადავიდა ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290152⁹152⁶152⁷404543323936130126132¹152
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა