Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 177

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 177. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:დაკავებასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2.იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3.შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისათვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4.შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.

5.იმ პირის/დაწესებულების მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 7 000 ლარამდე ოდენობით.

6.დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა, თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

7.შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისათვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8.კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ან კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძრის ჩაქრობის ან/და სამაშველო საქმიანობის წესისა და მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით.

9.სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

10.საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

11.საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

12.წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ან/და ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.

13.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით.

14.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისათვის „ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ “ საქართველოს კანონის 33- ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლის მიზნებისათვის, თუ პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ობიექტზე, რომლებიც არ ითვლება იურიდიულ პირებად, დაირღვა ამ მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ჯარიმის შეფარდება ხდება თითოეული ობიექტისთვის ცალკე.

2.ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წყალმომარაგების ლიცენზიატს  ან/და ექსპლუატაციის გამწევ ორგანიზაციას დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მან მიიღო სახანძრო ჰიდრანტების დაზიანების/ტექნიკური გაუმართაობის შესახებ მიწერილობა და მასში მითითებულ გონივრულ ვადაში არ აღმოფხვრა დაზიანება/გაუმართაობა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №903 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, სექტემბერი, 1986 წ., მუხ.219 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1789 – სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.277 საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2468 – ვებგვერდი, 12.06.2014წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2631 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4100 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1717 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №509 · ძალაშია 10 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  2. 16 სექ. 2022
  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    177-ე მუხლს დაემატა მე-14 ნაწილი, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა ისჯება 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებით.

  4. 1 ნოე. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  5. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2014
  6. 1 აგვ. 2005· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    177 მუხლში ობიექტების ჩამონათვალი შეიცვალა სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტებით, ხოლო თანამდებობის პირთა ჯარიმის ფორმულირებიდან ამოღებულია „შრომის ანაზღაურების“.

  7. 1 აგვ. 1997· გამოქვეყნდა 31 ივლ. 1997
  8. 17 მარ. 1994

    177 მუხლში სახანძრო წესების დარღვევისთვის მოქალაქეებს ერთ, თანამდებობის პირებს ორ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმა ეკისრებათ.

  9. 31 აგვ. 1992
  10. 30 სექ. 1986

    177-ე მუხლში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმის ზღვარი მოქალაქეთათვის ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, ხოლო თანამდებობის პირთათვის ორმოცდაათიდან ას მანეთამდე გაიზარდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 176⁶შემდეგი მუხლი 177¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა (მუხლი 243)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახანძრო უსაფრთხოების დასკვნა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 10 ცვლილება · ბოლო 13 დეკ. 2022
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 26 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33სამოქალაქო უსაფრთხ… 33

მიუთითებენ მასზე

მუხლი 208მუხლი 209მუხლი 262

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 76ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა
  • 180¹სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, მისი დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა
  • 114³საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 243სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 25მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 16ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრ­თხოე­ბის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართ­ვის გარეშე მუშაობა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 22საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (რეგლამენტებით) განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 49მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 13¹¹ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა
  • 45სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 138მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 35პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2433320820926276180¹114³25164913¹¹453322177
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სისხლის სა…ტექნიკური საფრთხის კონ…შრომის უსაფრთხოების შე…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026