Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 114³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114³. საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საზღვაო უსაფრთხოებადაკავებაპორტის ოპერაციებიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისთვის ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული სათანადო პირობების შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.

3.სანავსადგურე ერთეულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ სერტიფიცირებულ სალოცმანო სამსახურთან სალოცმანო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაუფორმებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4.ნავსადგურის ნავმისადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობა − გამოიწვევს თითოეული ნავმისადგომის შეუსაბამობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

5.ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანხმობის გარეშე, სანავსადგურე ერთეულის მიერ ან სანავსადგურე ერთეულის თანხმობით წარმოება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

6.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.

7.ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა − გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

8.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

9.ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე მოქმედი ნავსადგურის წესების დარღვევა − გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

10.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

11.ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის − ნავსადგურის კაპიტნის მიერ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, მცურავი საშუალების ან ტვირთის უსაფრთხოების დაცვისთვის ან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისთვის ნავსადგურში მოქმედი მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის მიმართ გაცემული სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

12.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

13.ნავსადგურის ტერიტორიაზე სასიგნალო რაკეტის ან/და სხვა სასიგნალო საშუალების (პიროტექნიკის) გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევისა, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

14.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

წინა მუხლი 114²შემდეგი მუხლი 114⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახანძრო უსაფრთხოების დასკვნა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო უსაფრთხოების შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სალვაჟი და ბუქსირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114⁶სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114⁷სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114¹¹სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სათანადო სანიტარიული პირობების დაუცველობა

საზღვაო კოდექსი

  • 80—
  • 76—
  • 71—

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა
  • 176სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 36სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 45სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290114⁶114⁷114¹¹80767166453617417629114³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საბაჟო კოდ…ნარჩენების მართვის კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026