1.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო/სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ამ კოდექსის 44 12 და 173 13 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს.
2.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოს/სამსახურს აქვს ამ კოდექსის 44 2 , 44 3 , 44 5 და 44 7 –44 11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.
3.ამ კოდექსის 44 2 , 44 3 , 44 5 და 44 7 – 44 11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს/სამსახურის სათანადო თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
4.ამ კოდექსის 44 2 , 44 3 , 44 5 და 44 7 – 44 11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით შეიძლება ელექტრონულად დაედოს. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4413 – სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.77 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4072 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.502 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5653 – ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3401 – ვებგვერდი, 25.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
