Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 250

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 250. სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგისაგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴22¹3

1.ამ კოდექსის 115 2 , 116-ე და 118​ 4 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას/კიდულძრავიან ველოსიპედს და რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, უნდა ჩამოშორდეს სატრანსპორტო საშუალების/კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვას. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება, სიმთვრალე დგინდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1¹.თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ აქვს ან მართვის უფლება შეჩერებული/ჩამორთმეული აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, პოლიციელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.

1².პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები რიგდებიან და ეთანხმებიან საჯარიმო ქვითარს, ან როდესაც დაზარალებულს სამართალდამრღვევთან მორიგების ან საჯარიმო ქვითარზე თანხმობის მიცემის გარეშე არ სურს სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სადგომზე გადაყვანა), რისი ხარჯებიც დაეკისრება სამართალდამრღვევს.

1³.ამ მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს) უფლება აქვს, გამოიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, თუ იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს წარუდგენს სათანადო განცხადებას და საექსპერტო შეფასებას; ბ) სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სამართალდამრღვევი მართავდა, დარჩება სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

1⁴.დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მფლობელის) მიერ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანაზე უარის თქმის ან საექსპერტო შეფასების განხორციელებამდე შესაბამის სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გამოთხოვის შემთხვევაში აღნიშნული პირი კარგავს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანის და განთავსების ხარჯები დაეკისრებათ მხარეებს.

2.იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა ან საჭის სამართავი მექანიზმი, ანდა დარღვეული აქვს ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, ან რომელიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც საშიშროებას უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, აკრძალულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ.

2¹.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს).

3.პოლიციელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ გამოიხატება ხელის ჟესტით ან კვერთხის სიგნალის მიცემით, სასტვენთან ერთად, აგრეთვე ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით; სიგნალი უნდა იყოს მძღოლისათვის გასაგები და მიეცეს ისეთ დროს, როცა მისი შესრულება არ შექმნის საავარიო ვითარებას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275 საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 16 მაი. 2025 – 1 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. 8 ივლ. 2025
  3. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025
  4. 22 ნოე. 2024
  5. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  6. 25 აპრ. 2022· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021
  7. 7 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 9 სექ. 2021
  8. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  9. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  10. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2010

    250-ე მუხლს დაემატა 1²–1⁴ ნაწილები, რომლებიც აწესებს პოლიციელის ვალდებულებას გადაიყვანოს საგზაო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები დაცულ სადგომზე, ხარჯების განაწილებასა და დაზარალებულის უფლებათა დაკარგვის შემთხვევას.

  11. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    250-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომელიც პოლიციელს ანიჭებს უფლებას სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.

  12. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    მუხლი სამ ნაწილად გადანაწილდა: მთვრალი მძღოლის მართვისგან ჩამოშორება მიბმულია 116-ე მუხლზე და სიმთვრალის დადგენა კანონმდებლობით დადგენილ წესს ექვემდებარება, ექსპლუატაციის აკრძალვა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირზეა, გაჩერების მოთხოვნა კი პოლიციელს მიეკუთვნება.

  13. 31 აგვ. 1992

    250-ე მუხლში სიმთვრალის დასადგენად გაგზავნისა და შემოწმების წესის დამდგენი ორგანოები სსრ კავშირის სამინისტროების ნაცვლად საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებია; დაემატა დეკრეტის მითითება.

  14. 30 ივნ. 1989

    250-ე მუხლს დაემატა ტექნიკურად გაუმართავი ან უნებართვოდ გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის აკრძალვის წესი და მილიციის მუშაკის მიერ გაჩერების სიგნალის მიცემის მოთხოვნები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 249შემდეგი მუხლი 251

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა საზოგადოებრივ ადგილას (მუხლი 171)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვა (ადმ. მუხლი 121)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 14 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 36 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4მუხლი 40

მიუთითებენ მასზე

საქართველოს შინაგა… 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 118⁴კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  • 115¹სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის
  • 214საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 4 (დანართი 1)
  • 2 (დანართი 1)

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 59სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები
  • 37გაჩერება და დგომა
  • 21მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 7¹სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 33ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება
  • 19სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3319440118⁴115¹2145937214 (და…2 (და…29 (დ…77¹250
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026