Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 249

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 249. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სამოქალაქო აღდგენა და კომპენსაციასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიკორუფცია და თანამდებობრივი დანაშაულებიმონაცემთა დამუშავებაქონებრივი დანაშაულებიმოძრავი ქონების გამოთხოვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹2²3455¹

1.დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს; ჩამოართმევენ ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირები. ჩამორთმეულ ნივთებსა და დოკუმენტებს სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ინახავენ იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ განსაზღვრულ ადგილას, რომლებსაც ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის უფლება აქვთ, ხოლო საქმის განხილვის შემდეგ, განხილვის შედეგების მიხედვით, მათ დადგენილი წესით გაუკეთებენ კონფისკაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს, ანდა გაანადგურებენ, ხოლო სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში რეალიზაციას გაუკეთებენ. ჩამორთმეული ორდენი, მედალი, საქართველოს საპატიო წოდების სამკერდე ნიშანი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო თუ ის უცნობია, გაეგზავნოს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

1¹.დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირების მიერ დაკავებულ პირს პირადი ნივთები ჩამოერთმევა. აღნიშნული პირისთვის ჩამორთმეული პირადი ნივთები ინახება მის გათავისუფლებამდე.

2.ამ კოდექსის 58 2 მუხლით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 86 1 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით და 114 1 , 128 2 , 155 1 , 155 2 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2¹.ამ კოდექსის 114 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება განხორციელდეს ზომამცირე გემის ჩამორთმევა. ჯარიმისა და საურავის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება ჩამორთმეული ზომამცირე გემის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2².თუ ამ კოდექსის 64 1 , 66-ე, 128 2 ან 151-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერქნიანი მცენარე (ხეტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დროებით ჩამორთმეულია ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი შესაბამისი ორგანო ვალდებულია ეს მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივ, გასხვისების მიზნით გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა შესაბამისი დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე ან მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3.ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის შემთხვევაში შედგება ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ნივთების გასინჯვის ანდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმში გაკეთდება სათანადო ჩანაწერი. ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შედგება აგრეთვე პირადი ნივთების დაბრუნების ოქმი.

4.თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს დროებით ჩამორთმეული მართვის მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით.

5.ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 180 ​ 1 , 181-ე, 181 3 −181 5 , 181 7 , 182-ე, 182​ 1 , 182 3 −182 6 და 183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და საბრძოლო მასალა/ვაზნა. ამის შესახებ ჩანაწერი კეთდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში და მასში მიეთითება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და საბრძოლო მასალის/ვაზნის რაოდენობა და სახეობა. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩაიდინა, იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.

5¹.ამ კოდექსის 182 5 ანდა 182 6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და ვაზნა. ამის შესახებ ჩანაწერი კეთდება შესაბამის ოქმში და მასში მიეთითება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და ვაზნის რაოდენობა და სახეობა. შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლის ფორმას, შევსებისა და გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №1304 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.151 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4232 – სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.383 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3779 – სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.406 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 – სსმ I, №67,09.12. 2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5004 – ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 23 – ვებგვერდი, 03.07.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №712 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1100 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3162 – ვებგვერდი, 05.07.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4303 – ვებგვერდი, 09.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1271 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №610 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 27

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025
  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
  3. 1 ოქტ. 2024· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2024
  4. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  5. 5 ივლ. 2023
  6. 24 დეკ. 2021
  7. 28 ივლ. 2021· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2021
  8. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  9. 28 ივლ. 2020
  10. 6 იან. 2016· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    249-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამორთმევის შემთხვევებს დაემატა 86¹ მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილები; დანარჩენი ცვლილებები სტილისტურია.

  11. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  12. 17 ივლ. 2013· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2013

    249-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად ჩამორთმევის შემთხვევებში 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები შეიცვალა მე-9 და მე-10 ნაწილებით.

  13. 29 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2011

    249-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალიდან ამოღებულია 153¹ მუხლი.

  14. 23 დეკ. 2010· გამოქვეყნდა 9 დეკ. 2010
  15. 24 ნოე. 2010· გამოქვეყნდა 10 ნოე. 2010
  16. 3 ივნ. 2010· გამოქვეყნდა 20 მაი. 2010

    249-ე მუხლის მე-2 ნაწილში 86-ე მუხლის მითითებული ნაწილები მე-5 და მე-6-დან მე-4 და მე-5-ად შეიცვალა, ხოლო რეალიზაციის ობიექტი ახლა ჩამორთმეული საგანი და სატრანსპორტო საშუალებაა.

  17. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    249-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალიდან ამოღებულია 193-ე მუხლი, ჩამონათვალი ახლა მთავრდება 157-ე და 190¹ მუხლებით.

  18. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლის მიხედვით მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მართვის დროებითი ნებართვა ოქმის ფუნქციასაც ასრულებს, ფორმასა და წესს კი შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს.

  19. 15 ივლ. 2005

    249-ე მუხლის მე-4 ნაწილში ოქმის დასახელება დაზუსტდა („ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმი“), ხოლო არდასაბრუნებელი მოწმობა განისაზღვრა როგორც დროებით ჩამორთმეული; ასევე დაემატა ნუმერაცია „5.“.

  20. 7 აგვ. 2002· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002

    249-ე მუხლით საგნის ან სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა ახლა ვრცელდება 58², 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებზე, 114¹ და 190¹ მუხლებზეც.

  21. 3 აპრ. 2001· გამოქვეყნდა 20 მარ. 2001

    ჩამორთმევის უზრუნველყოფითი ღონისძიება გავრცელდა 153¹, 155¹, 155² და 157-ე მუხლებზე და დაემატა დაკავებული საქონლის რეალიზაციის წესი ჯარიმის გადაუხდელობისას.

  22. 29 მაი. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    249-ე მუხლში ჯარიმის უზრუნველყოფის ღონისძიება ახლა უკავშირდება 193-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და გულისხმობს სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას; მუდმივი საცხოვრებლის არქონის პირობა აღარ არის ტექსტში.

  23. 30 ივნ. 1998

    249-ე მუხლის ნაწილში მოწმობის ჩამორთმევის საფუძველი ახლა სამართალდარღვევის ჩადენაა, ხოლო დროებითი ნებართვის მოქმედება დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში გრძელდება საჩივარზე ან პროტესტზე გადაწყვეტილებისთვის დადგენილი ვადით; სიას დაემატა ცვლილების წყარო.

  24. 31 აგვ. 1992

    249-ე მუხლში ამოღებულია სსრ კავშირის ჯილდოებისა და ორგანოების მითითებები და შინნახა არაყისა და გამოსახდელი აპარატების განადგურების წესი; კონტრაბანდისას ჩამორთმევის პირობა საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივ საცხოვრებელს უკავშირდება.

  25. 30 ივნ. 1989

    249-ე მუხლში მართვის უფლების ჩამორთმევის შესაძლო სახდელის მქონე დარღვევისას მოწმობის ჩამორთმევას ახლა თან ახლავს დროებითი ნებართვის გაცემა, რომლის ვადა და მოწმობის დაბრუნება დადგენილებასა და გასაჩივრების ვადას უკავშირდება.

  26. 30 ივნ. 1987

    249-ე მუხლში დაემატა წესი, რომ შინნახადი არაყი და სხვა მაგარი სპირტიანი სასმელები, მათი გამოსახდელი აპარატები საქმის განხილვის შემდეგ განადგურდება; დაემატა წყაროს მითითება.

  27. 31 ოქტ. 1985
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 248შემდეგი მუხლი 250

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კორუფციული დანაშაულები (მუხლი 332-342) - დაცვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მითვისება (მუხლი 182) - ადვოკატი საქართველოში5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 27 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2025
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 46 რედაქცია
  • 9 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 114²მუხლი 151მუხლი 157მუხლი 182⁶მუხლი 183მუხლი 248მუხლი 58²მუხლი 86მუხლი 86¹

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბაჟო… 231მუხლი 128²საქართველოს საბაჟო… 164

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 28იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო
  • 251ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება
  • 244ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 42საგნისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის ჩამორთმევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 52ქონების ჩამორთმევა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 19 (დანართი 1)მტკიცებულებები ინსპექტირების პროცესში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)

იარაღის შესახებ

  • 28იარაღის ჩამორთმევა
  • 10სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 56¹ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 83 (დანართი 1)აქციზური საქონლის ჩამორთმევა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 121პირადი ჩხრეკა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4252231114²151157182⁶18324858²8686¹128²28164249
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026