Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 37

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 37. გაჩერება და დგომა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაუსახლებელ პუნქტში ჩერდება ან დგას, შესაძლებლობის ფარგლებში სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიმართ დაშვებული გამონაკლისისა, როდესაც ამ კატეგორიის ტაქსი ან/და მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) აღნიშნულ ზოლს მოძრაობისთვის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისთვის გამოიყენებს), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი შესაბამისი საგზაო მონიშვნით ან/და 7.20.6 საგზაო ნიშანი (ეს ნიშანი შეიძლება იყოს საგზაო მონიშვნის გარეშე)) ან გზისპირზე.

2.სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია: ა) თუ სალიანდაგო გზების არსებობის გამო მარჯვენა მხარეს გაჩერება შეუძლებელია; ბ) დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე; გ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).

3.სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.

4.სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნება­დარ­თულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.

5.ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

6.აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა) გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.ბ) გზაზე გამავალი ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლის მოძრაობა; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; ბ) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია; ბ.ბ) ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა; ბ.გ) გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ბ.დ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის კიდის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრან­სპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნულ, დამატებითი მოძრაობის ზოლზე; ბ.ზ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში; დ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილებში.

7.აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გამოყოფილ, 8.17 საგზაო ნიშნით აღნიშნულ სადგომზე; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან; ე) ნებისმიერ ადგილას, სადაც სადგომზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება ხელს შეუშლის სხვა სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შესვლას ან სადგომიდან გამოსვლას; ვ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა; ზ) დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში; თ) შესაბამისი საგზაო ნიშნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით; ი) საგზაო მონიშვნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8.მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული.

9.მოპედისაგან ან ორთვლიანი უეტლო მოტოციკლისაგან განსხვავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე საწევართან გადაბმული ან გადაუბმელი მისაბმელი, რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ, მოახლოებულ მძღოლთა გასაფრთხილებლად აღნიშნული უნდა იქნენ გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული სულ მცირე ერთი მოწყობილობით, თუ: ა) სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე ღამით ისეთ ადგილზე გაჩერდა, რომ მოახლოებულ მძღოლებს არ შეუძლიათ შენიშნონ დაბრკოლება, რომელსაც გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება ქმნის; ბ) მძღოლი იძულებულია, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია.

10.იმ ადგილას იძულებითი გაჩერებისას, სადაც გაჩერება აკრძალულია, მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად.

11.დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1718 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4387 – ვებგვერდი, 30.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1837 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაუსახლებელ პუნქტში ჩერდება ან დგას, შესაძლებლობის ფარგლებში სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიმართ დაშვებული გამონაკლისისა, როდესაც ამ  კატეგორიის  ტაქსი ან/და  მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) აღნიშნულ ზოლს მოძრაობისთვის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისთვის გამოიყენებს), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი შესაბამისი საგზაო მონიშვნით ან/და 7.20.6 საგზაო ნიშანი (ეს ნიშანი შეიძლება იყოს საგზაო მონიშვნის გარეშე)) ან გზისპირზე. 2. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია: ა) თუ სალიანდაგო გზების არსებობის გამო მარჯვენა მხარეს გაჩერება შეუძლებელია; ბ) დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე; გ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). 3. სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში. 4. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნება­დარ­თულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს. 5. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა) გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.ბ) გზაზე გამავალი ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლის მოძრაობა; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; ბ) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია; ბ.ბ) ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა; ბ.გ) გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ბ.დ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის კიდის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრან­სპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნულ, დამატებითი მოძრაობის ზოლზე; ბ.ზ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში; დ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილებში. 7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გამოყოფილ, 8.17 საგზაო ნიშნით აღნიშნულ სადგომზე; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან; ე) ნებისმიერ ადგილას, სადაც სადგომზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება ხელს შეუშლის სხვა სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შესვლას ან სადგომიდან გამოსვლას; ვ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა; ზ) დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში; თ) შესაბამისი საგზაო ნიშნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით; ი) საგზაო მონიშვნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 8. მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული. 9. მოპედისაგან ან ორთვლიანი უეტლო მოტოციკლისაგან განსხვავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე საწევართან გადაბმული ან გადაუბმელი მისაბმელი, რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ, მოახლოებულ მძღოლთა გასაფრთხილებლად აღნიშნული უნდა იქნენ გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული სულ მცირე ერთი მოწყობილობით, თუ: ა) სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე ღამით ისეთ ადგილზე გაჩერდა, რომ მოახლოებულ მძღოლებს არ შეუძლიათ შენიშნონ დაბრკოლება, რომელსაც გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება ქმნის; ბ) მძღოლი იძულებულია, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია. 10. იმ ადგილას იძულებითი გაჩერებისას, სადაც გაჩერება აკრძალულია, მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად. 11. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1718 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4387 – ვებგვერდი, 30.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1837 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
რედაქციების შედარება

1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაუსახლებელ პუნქტში ჩერდება ან დგას, შესაძლებლობის ფარგლებში სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიმართ დაშვებული გამონაკლისისა, როდესაც ამ კატეგორიის ტაქსი ან/და მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) აღნიშნულ ზოლს მოძრაობისთვის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისთვის გამოიყენებს), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი შესაბამისი საგზაო მონიშვნით ან/და 7.20.6 საგზაო ნიშანი (ეს ნიშანი შეიძლება იყოს საგზაო მონიშვნის გარეშე)) ან გზისპირზე. 2. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია: ა) თუ სალიანდაგო გზების არსებობის გამო მარჯვენა მხარეს გაჩერება შეუძლებელია; ბ) დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე; გ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). 3. სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში. 4. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნება­დარ­თულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს. 5. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 6. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა) გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.ბ) გზაზე გამავალი ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლის მოძრაობა; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; ბ) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია; ბ.ბ) ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა; ბ.გ) გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ბ.დ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის კიდის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრან­სპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნულ, დამატებითი მოძრაობის ზოლზე; ბ.ზ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში; დ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ადგილებში. 7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) გამოყოფილ, 8.17 საგზაო ნიშნით აღნიშნულ სადგომზე; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან; ე) ნებისმიერ ადგილას, სადაც სადგომზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება ხელს შეუშლის სხვა სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შესვლას ან სადგომიდან გამოსვლას; ვ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა; ზ) დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში; თ) შესაბამისი საგზაო ნიშნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით; ი) საგზაო მონიშვნით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხის დარღვევით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 8. მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული. 9. მოპედისაგან ან ორთვლიანი უეტლო მოტოციკლისაგან განსხვავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე საწევართან გადაბმული ან გადაუბმელი მისაბმელი, რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე გაჩერდნენ, მოახლოებულ მძღოლთა გასაფრთხილებლად აღნიშნული უნდა იქნენ გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული სულ მცირე ერთი მოწყობილობით, თუ: ა) სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე ღამით ისეთ ადგილზე გაჩერდა, რომ მოახლოებულ მძღოლებს არ შეუძლიათ შენიშნონ დაბრკოლება, რომელსაც გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება ქმნის; ბ) მძღოლი იძულებულია, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია. 10. იმ ადგილას იძულებითი გაჩერებისას, სადაც გაჩერება აკრძალულია, მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად. 11. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1718 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4387 – ვებგვერდი, 30.07.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ივნ. 2026
წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 38

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა (მუხლი 276)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვება (მუხლი 276 / ადმ. 123)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-26
3
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 41

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 125მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 31სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება
  • 41სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები
  • 34გასწრება და რიგებში მოძრაობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 31სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა
  • 28სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება სავალ ნაწილზე
  • 37სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 250სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა
  • 135³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ან ავტობუსების გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29ზოგადი მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას
  • 28პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2⁷—

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 9შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
312837125250135³413119342⁷2928937
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს გარემოს და…სახელმწიფო საზღვრის რე…ადგილობრივი მნიშვნელობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026