საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 29 (დანართი 1). ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ : ა ) დეპარტამენტის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების უმეთვალყუროდ დატოვება დაუკეტავ მდგომარეობაში ; ბ ) არასამსახურებრივი მიზნებისათვის სატრანსპორტო საშუალებით უცხო პირთა გადაყვანა და მათი ტვირთის გადაზიდვა ; გ ) დაკავებული პირების სატრანსპორტო საშუალებაში უმეთვალყურეოდ დატოვება ; დ ) დადგენილი სამუშაო რეჟიმის თვითნებური შეცვლა .

2.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) გამოყენება არასამუშაო დროს.

3.შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია: ა) სატრანსპორტო საშუალებას მიუახლოვდეს უკანა მხრიდან, მძღოლის კარის მიმართულებით; ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან შეჩერდეს ისეთ მანძილზე, რომ არ მიიღოს დაზიანება ან ტრავმა მოძრაობის მოულოდნელი დაწყებისას; გ) მოსთხოვოს მძღოლს ძრავის გამორთვა; დ) შებინდებისას ან ღამით მოსთხოვოს მძღოლს ჩართოს სალონის განათება; ე)  მძღოლის მიერ მოწოდებული დოკუმენტები გამოართვას მარცხენა ხელით, რათა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუფერხებლად გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო იარაღი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ : ა ) დეპარტამენტის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების უმეთვალყუროდ დატოვება დაუკეტავ მდგომარეობაში ; ბ ) არასამსახურებრივი მიზნებისათვის სატრანსპორტო საშუალებით უცხო პირთა გადაყვანა და მათი ტვირთის გადაზიდვა ; გ ) დაკავებული პირების სატრანსპორტო საშუალებაში უმეთვალყურეოდ დატოვება ; დ ) დადგენილი სამუშაო რეჟიმის თვითნებური შეცვლა . 2. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) გამოყენება არასამუშაო დროს. 3. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია: ა) სატრანსპორტო საშუალებას მიუახლოვდეს უკანა მხრიდან, მძღოლის კარის მიმართულებით; ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან შეჩერდეს ისეთ მანძილზე, რომ არ მიიღოს დაზიანება ან ტრავმა მოძრაობის მოულოდნელი დაწყებისას; გ) მოსთხოვოს მძღოლს ძრავის გამორთვა; დ) შებინდებისას ან ღამით მოსთხოვოს მძღოლს ჩართოს სალონის განათება; ე)  მძღოლის მიერ მოწოდებული დოკუმენტები გამოართვას მარცხენა ხელით, რათა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუფერხებლად გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო იარაღი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21  თებერვლის  დადგენილება №95  - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის  დადგენილება №357  - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 10 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14⁴15231518²12182128 (დ…31 (დ…27 (დ…3929 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…საგზაო მოძრაობის შესახ…დაცული ტერიტორიების სი…სახელმწიფო დაცვის სპეც…საავტომობილო გზების შე…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა