საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 279. საქმის გადასინჯვაში მოსამართლის, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა და შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის უფლებამოსილება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით, შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, − სააპელაციო სასამართლოს მიერ.

2.შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის დადგენილება ამ კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, – შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის მიერ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №2790 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1990 წ., მუხ.241 საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991 წ., მუხ.378 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.429 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 660 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 279-ე მუხლის პირველ ნაწილში პროკურორის პროტესტით გაუქმება ან შეცვლა გავრცელდა სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაზეც და შესაბამისი სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლოს მიერ პროტესტის გარეშე გადასინჯვის წესი უცვლელია.

  2. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  3. 279-ე მუხლში სახალხო მოსამართლე შეიცვალა ადმინისტრაციული მოსამართლით (მოსამართლით) და მუხლთა ჩამონათვალი ამოღებულია; დაემატა დეკრეტის მითითება.

  4. დადგენილების გაუქმების ან შეცვლის ჩამონათვალში 153-ე მუხლი შევიდა, 159-ე გავიდა; დაემატა წყაროს მითითება.

  5. 279-ე მუხლში პროტესტით ან ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაუქმებადი დადგენილებების ჩამონათვალში 122-ე მუხლი მთლიანად მოხვდა.

  6. 279-ე მუხლში დადგენილების გაუქმების ან შეცვლის წესი გავრცელდა 173¹ და 173² მუხლებით გათვალისწინებულ საქმეებზეც; დაემატა მითითება კანონზე.

  7. 279-ე მუხლის პირველ ნაწილში გაუქმება-შეცვლის წესი ახლა ვრცელდება 50¹-ე მუხლზე, 121-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებზე და 122-ე მუხლის მეორე ნაწილზე.

  8. 279-ე მუხლის სახალხო მოსამართლის დადგენილების გაუქმება-შეცვლის წესი ახლა 174², 174³ და 174⁴ მუხლებითაც გათვალისწინებულ საქმეებზე ვრცელდება; დაემატა ბრძანებულების მითითებაც.

  9. 279-ე მუხლში სახალხო მოსამართლის დადგენილებათა გაუქმებისა და შეცვლის წესი გავრცელდა 174¹ მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზეც; დაემატა ბრძანებულების მითითებაც.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17821¹²⁰21¹³⁰1662712802782924241564943³279
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა