Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 166

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიქონებრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. შენიშვნა:

1.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

2.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.

4.თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2374 – ვებგვერდი, 01.06.2018წ. საქართველოს 2021 წლის 29 აპრილის კანონი №483 – ვებგვერდი, 07.05.2021წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №593 · ძალაშია 9 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 8 ივლ. 2025
  3. 6 თებ. 2025
  4. 22 ნოე. 2024
  5. 7 მაი. 2021
  6. 1 ივნ. 2018
  7. 18 აგვ. 2014

    166-ე მუხლში ადმინისტრაციული პატიმრობის ზღვარი 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა; დანარჩენი ცვლილებები რედაქციულია, ჯარიმა 100 ლარია.

  8. 14 ივლ. 2011

    166-ე მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლითაც წვრილმანი ხულიგნობისთვის იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით ჩამოერთმევა.

  9. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    166-ე მუხლში წვრილმანი ხულიგნობისთვის პატიმრობის ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზარდა, ხოლო „არასაკმარისად ჩაითვლება“ ჩამოყალიბდა როგორც „არასაკმარისად იქნება მიჩნეული“.

  10. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა განისაზღვრა 100 ლარით, ხოლო გამასწორებელი სამუშაოები სანქციიდან ამოვარდა; პატიმრობა 30 დღემდე ვადით რჩება მაშინ, როცა ჯარიმა არასაკმარისად ჩაითვლება, დისპოზიციაში კი ამოღებულია „უცენზურო“.

  11. 17 მარ. 1994

    166-ე მუხლში ჯარიმა მანეთებიდან მინიმალურ ოდენობებზე (ერთიდან ხუთამდე) გადავიდა, გამასწორებელი სამუშაოს ზედა ვადა ექვს თვემდე, პატიმრობისა კი ოცდაათ დღემდე გაიზარდა; ორი ცვლილება ფორმულირებას ეხება და დაემატა წყაროს მითითება.

  12. 31 მაი. 1991
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 165⁹შემდეგი მუხლი 166¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მცირე ქურდობის დაცვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა / წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შეურაცხყოფა / წვრილმანი ხულიგნობა (ადმ. მუხლი 166)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 12 ცვლილება · ბოლო 8 ივლ. 2025
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 25 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 187მუხლი 150³მუხლი 187მუხლი 22მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 220მუხლი 239მუხლი 246მუხლი 269მუხლი 279

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 173¹⁶საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით
  • 166²ვანდალიზმი
  • 166¹სექსუალური შევიწროება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 239ხულიგნობა
  • 177ქურდობა
  • 176¹„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 67არასრულწლოვნის ძირითადი და დამატებითი სასჯელები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 52უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 64ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72⁷პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 10ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სახდელები

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 8კანონის აღსრულება და სანქცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
187239177150³1872232220239246269279173¹⁶166²166¹166
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026