საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 42. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

2.საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საფუძვლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

3.სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №192 – ვებგვერდი, 30.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №296822024-04-0530
    საკასაციო არსებითი (T2)

    რა წინაპირობებით შეიძლება კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება?

    თავდაპირველი დავა შეეხებოდა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას, ხოლო განსახილველი განცხადება უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებას ისახავდა მიზნად. განმცხადებელი მიუთითებდა მოსამართლეთა წინა მონაწილეობასა და არითმეტიკულ შეცდომებზე. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლეთა მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ გამოვლენილა, ხოლო შეცდომის გასწორების მოთხოვნა საკმარისად დაკონკრეტებული არ იყო. სასამართლომ განცხადება არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ იმავე განჩინების გაუქმების მოთხოვნით განმცხადებლის შემდგომი კორესპონდენცია რეაგირების გარეშე დარჩებოდა.

  • №295342024-03-1134
    საკასაციო არსებითი (T2)

    იძლევა თუ არა მოსამართლის მიერ სხვა სამოქალაქო საქმის ადრე განხილვა თავისთავად კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს?

    თავდაპირველი დავა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას შეეხებოდა. შპს „ს–ომ“ მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მოსამართლეებს ადრე სხვა საქმეების განხილვაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული საქმეები სხვადასხვა სამოქალაქო დავას შეეხებოდა და მოსამართლეთა მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ დადგენილა. სასამართლომ სსსკ 429-ის საფუძველზე განცხადება არ დააკმაყოფილა; თავდაპირველი საკასაციო საჩივარი მანამდე დაუშვებლად იყო ცნობილი.

  • №163252016-06-1442
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    როდის შეიძლება მოსამართლის მონაწილეობა გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი?

    დავა თავდაპირველად ეხებოდა საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრებას, ურთიერთვალდებულებათა გაქვითვასა და იპოთეკის გაუქმებას. სარჩელი პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა, ხოლო ეს შედეგი სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში უცვლელად დარჩა. განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, რადგან ეჭვქვეშ აყენებდა სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობასა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეს კანონიერი შემადგენლობა განიხილავდა, წარმომადგენელს მოქმედი მინდობილობა ჰქონდა და სსსკ 422 და 430 მუხლებით საქმის განახლების საფუძველი არ არსებობდა. განცხადება არ დაკმაყოფილდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 42-ე მუხლში გაიწერა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების იმპიჩმენტის წესი და სააპელაციო და რაიონულ მოსამართლეთა გათავისუფლება საბჭოს 2/3-ით.

  2. მე-2 პუნქტში თავმჯდომარის იმპიჩმენტის საფუძველი გადაკეთდა, უზენაესი სასამართლოს დასკვნა ამოღებულია და მოწესრიგებული აღარ არის პლენუმის სხდომის ხელმძღვანელობა.

  3. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტში წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტზე გადავიდა, საბჭოს კი წარდგინების უფლება დარჩა; დაწესდა გადაწყვეტილების მიღების წესი — სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4863611624375⁷⁰7142118120620442
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა