Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 281³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 281³. საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ვიზაზე უარი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საჩივარს განიხილავს საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანიდან 48 საათში.

2.სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პირს, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ ორგანოს (თანამდებობის პირს). სასამართლოს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, და ასახელებს მხარეებს. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.

3.საჩივრის განხილვისას სასამართლო ამოწმებს, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გამოტანისას დაიცვა თუ არა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ამ კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნები.

4.საჩივრის განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გასაჩივრებული დადგენილების ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის სრულად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ.

5.საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება დადგენილების გამომტან მოსამართლეს და ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 კარი V. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულება თავი XXIII. ძირითადი დებულებები

წინა მუხლი 281²შემდეგი მუხლი 282

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადმინისტრაციული საჩივარი და გადაწყვეტილების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 276

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 281²საჩივრის დასაშვებობა
  • 276ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვა
  • 281¹ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁴სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 363⁶სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 376საქმის განხილვის დანიშვნა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 183ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა
  • 201ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰⁶რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა
  • 34სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 295სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა
  • 293სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და ფორმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18320121¹⁰⁶3427632281²281¹363²⁴363⁶376295293281³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026