საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁰⁶. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღეში, სააპელაციო სასამართლოში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2.სააპელაციო სასამართლო მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3.სააპელაციო საჩივრის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ადგენს ხარვეზს და სააპელაციო საჩივრის შემტან მხარეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

4.სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

5.სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად.

6.სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

7.სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას წარედგინა, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

8.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღეში, სააპელაციო სასამართლოში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 2. სააპელაციო სასამართლო მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 3. სააპელაციო საჩივრის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ადგენს ხარვეზს და სააპელაციო საჩივრის შემტან მხარეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 5. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად. 6. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე. 7. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას წარედგინა, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. 8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №96 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 19 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2821¹⁰⁵21¹³⁰21¹⁰⁷281³276363²⁴363⁶37429524829221¹⁰⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა