საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 295. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოდან იგზავნება სააპელაციო სასამართლოში.

2.სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.

3.თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აპელანტს აძლევს 5 დღის ვადას საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თუ აღნიშნულ ვადაში აპელანტი შეავსებს ხარვეზს, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.

4.თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, მას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.

5.სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.

6.სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.

7.სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.

8.აპელანტს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოდან იგზავნება სააპელაციო სასამართლოში. 2. სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. 3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აპელანტს აძლევს 5 დღის ვადას საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თუ აღნიშნულ ვადაში აპელანტი შეავსებს ხარვეზს, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს. 4. თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, მას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს. 5. სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში. 6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში. 7. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით. 8. აპელანტს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁶21¹³⁰21¹²⁰281²281³374363²⁴363⁶29330331382295
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა