საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 288⁵. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კოდექსის 288 4 მუხლით დადგენილ ვადაში საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №214 – სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.130

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 1 ნოე. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    288⁵ მუხლში საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულების სუბიექტად სახელდება „აღმასრულებელი“ „სასამართლო აღმასრულებლის“ ნაცვლად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17590⁹90⁶90³288⁴288⁷288³2722531261827288⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…შენობების ენერგოეფექტუ…საქართველოს სივრცის და…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა