Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 272

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 272. საურავი

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:ფიზიკური ინვენტარიზაციამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹33¹4567

1.საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. 1 ​ 1 . საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გაფორმებისას დადგენილ ვადაში გადაუხდელი იმპორტის გადასახდელის ან საქონლის დროებით შემოტანის თანხის გამოვლენის შემთხვევაში საურავის დაკისრება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.

2.საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

2¹.საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან .

3.პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ან ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდაციის დაწყებიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე აღნიშნული რეჟიმის დაწყებამდე/გახსნამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა წყდება. ამასთანავე, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში მისი მოქმედების პერიოდში რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულ საგადასახადო დავალიანებას საურავი არ ერიცხება, გარდა რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით ვადამოსული გადასახდელი გადასახადის თანხისა (თანხებისა).

3¹.სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას საურავი არ ერიცხება.

4.საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.

5.(ამოღებულია - 06.03.2024, №4056) .

6.ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს საგადასახადო მოთხოვნა ჩაჰბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან.

7.საურავი არ დაეკისრებათ (იმ გადასახადების გარდა, რომელთა მიმართაც პირს ეკისრება საგადასახადო აგენტის ფუნქცია): ა) საქონლის/მომსახურების მიმწოდებლებს – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის საქართველოს კანონით და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების საფუძველზე მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აუნაზღაურებლობის გამო წარმოქმნილ საბიუჯეტო ვალდებულებებზე, მათი ღირებულების ფაქტობრივი დაფინანსების ოდენობისა და მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საერთო მოცულობაში ხვედრითი წილის პროპორციულად; ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, პროექტის მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადებული აქვს „პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ“ ხელშეკრულება, – ამ პროექტების ფარგლებში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე. ზემოაღნიშნული პროექტების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4225 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3940 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4056 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №219 · ძალაშია 2 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 29 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 14 მარ. 2024
  2. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  4. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  5. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  6. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  7. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  8. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    272-ე მუხლის 1¹ ნაწილში საურავის დაკისრების შემთხვევა ახლა საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საქონლის გაფორმებას უკავშირდება.

  9. 28 ივლ. 2020
  10. 27 დეკ. 2019
  11. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2018

    272 მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომელიც საურავის დარიცხვას 3-წლიანი ვადით ზღუდავს.

  12. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  13. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    272-ე მუხლში საურავის დღიური განაკვეთი 0,07 პროცენტიდან 0,06 პროცენტამდეა შეცვლილი.

  14. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    272-ე მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი, რომლის მიხედვით გაკოტრების დაწყების შემდეგ წარმოშობილ დავალიანებაზე საურავი არ ირიცხება.

  15. 29 მაი. 2012

    272-ე მუხლის მე-6 ნაწილში საურავის დარიცხვის დაწყება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან მე-20 დღის ნაცვლად 30-ე დღეზე გადაიწია.

  16. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    272-ე მუხლის მე-2 ნაწილში საურავის დარიცხვის დაწყება ორად გაიყო: იმპორტის გადასახდელებზე ვალდებულების წარმოქმნის მე-4 დღიდან, ყველა სხვა შემთხვევაში მომდევნო დღიდან.

  17. 11 ნოე. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 271შემდეგი მუხლი 273

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • SaaS შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაწყობო მარაგების ინვენტარიზაცია და ზედმეტობის/დანაკლისის აღრიცხვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 17 ცვლილება · ბოლო 14 მარ. 2024
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 25 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 5მუხლი 5მუხლი 64საქართველოს საბაჟო… 5

მიუთითებენ მასზე

მუხლი 309

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 270საგადასახადო სანქცია
  • 254საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფა საგადასახადო დავის პერიოდში
  • 53საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 288⁴საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
  • 288⁵საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება
  • 288⁷საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 126სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადახდის და მისთვის საურავის დარიცხვის წესი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 62საბაჟო ვალდებულების შესრულება

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 18ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 27ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

საზღვაო კოდექსი

  • 163

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5288⁴288⁵288⁷5643092702545317 (დ…12656218272
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სივრცის და…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026