საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო წყალსარგებლობის მოთხოვნათა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

2.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).

3.( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ).

4.განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით უკანონო სარგებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.

5.ამ მუხლის პირველი და მე -4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები , ჩადენილი განმეორებით , – გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. [მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა 1. საერთო წყალსარგებლობის წესების  დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

2.ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე, ან შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის პირობების დარღვევით – გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე.

3.წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე, ან წყალჩაშვების ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, ასევე, წყლის ობიექტში მავნე ნივთიერებების (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტის დატვირთვის ნორმების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.

4.ამ მუხლის პირველ−მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3434 – ვებგვერდი, 20.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1771 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან · იცვლება 1 სექ. 2027-დან

1. საერთო წყალსარგებლობის მოთხოვნათა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე. 2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 3. ( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ). 4. განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით უკანონო სარგებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე. 5. ამ მუხლის პირველი და მე -4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები , ჩადენილი განმეორებით , – გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 16

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    ამოღებულია მე-2 და მე-3 ნაწილები, ხოლო განმეორებითი ჩადენის მე-5 ნაწილი ახლა მხოლოდ პირველ და მე-4 ნაწილებზე ვრცელდება ჯარიმით 400-დან 800 ლარამდე.

  3. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  4. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    60-ე მუხლში ლიცენზიაზე დაფუძნებული დისპოზიციები ნებართვაზე დაფუძნებულით შეიცვალა, მუხლი ხუთ ნაწილად დაიყო და ყველა ჯარიმა ახალი ოდენობით განისაზღვრა.

  5. 60-ე მუხლში წყალსარგებლობის გეგმების დარღვევისა და აღრიცხვის წესების ძველი დისპოზიცია შეიცვალა ახალი ხუთნაწილიანი რეგულირებით, რომელიც ეხება საერთო და სპეციალურ წყალსარგებლობას, ჩამდინარე წყლების ჩაშვებას და განმეორებით ჩადენას.

  6. 60-ე მუხლში თანამდებობის პირთა ჯარიმა „ას მანეთამდე“-ის ნაცვლად განისაზღვრა შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე; დაემატა წყაროს მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
291229¹2926161¹5841363813161560
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…წყლის რესურსების მართვ…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა