წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 [მუხლი 61. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა 1. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 250 ლარამდე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3434 – ვებგვერდი, 20.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1771 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.


