Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 16

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 16. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027
თემები:წყლის რესურსებიდაბინძურების კონტროლიბუნებრივი რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე არის წყალსარგებლობა ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება. წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად ითვლება: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 15 მ 3 -ზე მეტი ოდენობით (გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლის ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება.

2.სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე ამ კანონის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების საფუძველზე: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა; გ) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა.

3.ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა მის მფლობელს ანიჭებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების უფლებას.

4.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი სპეციალური წყალსარგებლობის უფლებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვის აღების გარეშე. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობის განმახორციელებელ პირს სჭირდება ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობა, იგი ვალდებულია, სპეციალური წყალსარგებლობის უფლების მისაღებად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით. ამასთანავე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით.

5.ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელ პირზე, რომელსაც საქმიანობაზე შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ ხდებოდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილება.

6.თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 12 1 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს იმავე კოდექსის 7 1 მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია.

7.„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი სპეციალური წყალსარგებლობის უფლებას იღებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვის აღების გარეშე. კერძოდ,იმ შემთხვევაში, თუ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელ პირს სჭირდება ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობა, იგი ვალდებულია, წყალსარგებლობის უფლების მისაღებად, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც ასახავს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით. ამასთანავე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით.

8.ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მქონე პირზე, რომელსაც საქმიანობაზე ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება და, ამასთანავე, აღნიშნული ცვლილება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას არ წარმოადგენს.

9.თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ, იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთანავე, წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და შესაბამისი გადაწყვეტილებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №797 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე არის წყალსარგებლობა ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება. წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად ითვლება: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 15 მ 3 -ზე მეტი ოდენობით (გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლის ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება. 2. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე ამ კანონის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების საფუძველზე: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა; გ) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა. 3. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა მის მფლობელს ანიჭებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების უფლებას. 4. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი სპეციალური წყალსარგებლობის უფლებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვის აღების გარეშე. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობის განმახორციელებელ პირს სჭირდება ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობა, იგი ვალდებულია, სპეციალური წყალსარგებლობის უფლების მისაღებად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით. ამასთანავე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით. 5. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელ პირზე, რომელსაც საქმიანობაზე შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდგომშემდეგ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ იცვლება საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგია ან/დახდებოდეს ექსპლუატაციის პირობები.პირობის ცვლილება. 6. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდგომშემდეგ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობებისპირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული,განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 12 1 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს იმავე კოდექსის 7 1 მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული,განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. 7. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი სპეციალური წყალსარგებლობის უფლებას იღებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვის აღების გარეშე. კერძოდ,იმ შემთხვევაში, თუ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელ პირს სჭირდება ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობა, იგი ვალდებულია, წყალსარგებლობის უფლების მისაღებად, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც ასახავს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით. ამასთანავე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით. 8. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მქონე პირზე, რომელსაც საქმიანობაზე ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება და, ამასთანავე, აღნიშნული ცვლილება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას არ წარმოადგენს. 9. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ, იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთანავე, წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და შესაბამისი გადაწყვეტილებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №797 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026
  2. 4 ივლ. 2025
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წყალთსარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი
  • წყლის გაშუქების ნებართვასერვისის გვერდი
  • წყლის ხარისხის სტანდარტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-07-02
1
რედაქცია
9
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

გარემოსდაცვითი შეფ… 5გარემოსდაცვითი შეფ… 7გარემოსდაცვითი შეფ… 7¹სამრეწველო ემისიებ… 17მუხლი 15მუხლი 17მუხლი 20მუხლი 5მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37მუხლი 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 17სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები
  • 18სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

წყლის შესახებ

  • 33სპეციალური წყალსარგებლობა
  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები
  • 30წყალსარგებლობის ობიექტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 60წყალსარგებლობის წესების დარღვევა
  • 82²ზედაპირული წყლის ობიექტისთვის და ხის ნახშირის წარმოებისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
  • 61¹წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 4პირველადი წყალმოსარგებლე

წიაღის შესახებ

  • 46წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის მოთხოვნები
  • 6წიაღით სარგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3353577¹17171520573742181316
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…წყლის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026