საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

2.სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე.

3.წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.

4.ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

5.წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3500 – სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.256 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2756 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 58-ე მუხლს დაემატა მე-5 და მე-6 ნაწილები, რომლებიც აწესებს ჯარიმებს საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრისა და არასტანდარტული ჩამდინარე წყლების ჩაშვებისთვის, განმეორებისთვის კი გაზრდილ ჯარიმებს.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012
  3. პირველ პუნქტში მთავარი მოვლენების ნუსხის გამოქვეყნების პერიოდი 5 წლიდან 3 წლამდე შემცირდა. მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და გაჩნდა მე-3 პუნქტი, რომელიც ექსკლუზიურ საეთერო მაუწყებლობას 90%-იანი უფასო ხელმისაწვდომობის მქონე ლიცენზირებულ მაუწყებელს უკავშირებს.

  4. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    58-ე მუხლის პირველ ნაწილში ორი სუბიექტის ჯარიმა ერთიანი ორასიდან სამას ლარამდე ჯარიმით შეიცვალა, მე-2 ნაწილის ჯარიმა ოთხასიდან ექვსას ლარამდეა, მე-3 ნაწილი ახალ დარღვევას (წყლის დაბინძურება ზეთით, ქიმიკატებით და სხვა) აწესებს, ხოლო მე-4 ნაწილი ერთიანად აწესებს განმეორებითი ჩადენის ჯარიმას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

  5. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2006

    58-ე მუხლი დაიყო ექვს ნაწილად: პირველი ნაწილის სანქცია ლარში განისაზღვრა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, დაემატა პირველი ნაწილის განმეორებისთვის ცალკე მე-5 ნაწილი, ხოლო მე-2–მე-4 ნაწილების განმეორება მე-6 ნაწილშია.

  6. 58-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: ძველი ორი დისპოზიცია შეიცვალა ხუთი ნაწილით, ლარებში გამოხატული ჯარიმებით და განმეორებით ჩადენის დამატებითი სანქციით.

  7. 58-ე მუხლში მოქალაქეთა ჯარიმა განისაზღვრა ოც, ხოლო თანამდებობის პირთა ორივე ჯარიმა ორმოც მინიმალურ ოდენობამდე; დაემატა წყაროს მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
292228³23931360³6058¹213637312023¹192958
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საბიუჯეტო სისტემისა და…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს სისხლის სა…გარემოსდაცვითი პასუხის…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა