Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამსახურის შესახებმუხლი 28

საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 28. მოსამსახურის ფიცი

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2017.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საჯარო სამსახურის შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი, რომელიც პირველად იქნა მიღებული სამსახურში, დამნიშვნელ მოხელეს წარუდგენს შემდეგი შინაარსის ფიცს: „შეგნებული მაქვს რა საჯარო სამსახურში ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი“.

2.დამნიშვნელი თანამდებობის პირი ხელს აწერს ფიცის ტექსტს, რომელიც შემდგომ ინახება მოხელის პირად საქმესთან ერთად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირი, რომელიც პირველად იქნა მიღებული სამსახურში, დამნიშვნელ მოხელეს წარუდგენს შემდეგი შინაარსის ფიცს: „შეგნებული მაქვს რა საჯარო სამსახურში ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი“. 2. დამნიშვნელი თანამდებობის პირი ხელს აწერს ფიცის ტექსტს, რომელიც შემდგომ ინახება მოხელის პირად საქმესთან ერთად. მუხლი 29. თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა 1. პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. ​ ​ საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1262 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. მუხლი 30. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა 1. თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნო ნ : ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელე ები ; ბ) აფხაზეთის ა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ები ს მიერ ასარჩევი მოხელე ები ; გ) მინისტრის მოადგილე ები , თანაშემწე ები, მრჩევლ ებ ი; დ) პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით; ე) თანამდებობაზე დროებით შემცვლელ ებ ი; ვ) დროებით მოვალეობის შემსრულებლ ებ ი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს; ზ ) მოხელეები – სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში ; თ) მოხელეები – იმავე  დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული. 2. დროებით მოვალეობის შემსრულებელი „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. ი მა ვე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , მოხელის წერილობითი თანხმობით , დასაკავებელ თანამდებობაზე მისი წარდგენის უფლება აქვს დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს , სადაც ხდება ამ მოხელის გადაყვანა . საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2884-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.80 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3549-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.296 საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №143 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ. მუხლი 31. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით . ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 2. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები; გ) შესასრულებელი სამუშაო; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა; ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი. საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1178-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.52 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4676 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. მუხლი 32. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა კონკურსში მონაწილეობის ათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით , საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2222-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.322 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4676 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2016 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2015 – 1 სექ. 2016 ტექსტი უცნობია

  3. 29 ივნ. 2015 – 1 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

  4. 8 იან. 2014 – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 ივლ. 2017 · №111

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹²მოსამსახურის ფიცი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 44მოხელის ფიცი

პენიტენციური კოდექსი

  • 14პირის მიერ სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები. მოსამსახურის ფიცი
  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

პროკურატურის შესახებ

  • 44პროკურატურის თანამშრომლის ფიცი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 3სამხედრო ფიცი

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 17რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10⁴სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 8საქართველოს მოქალაქის ფიცი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 13²

ადვოკატთა შესახებ

  • 21¹ადვოკატის ფიცი

თავდაცვის კოდექსი

  • 29სამხედრო ფიცი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹11¹²2310⁴13²844174429142128
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსიპროკურატურის შესახებსამხედრო ვალდებულებისა…