Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 11²

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 11². მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:დასაქმებაკორუფცია და თანამდებობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.

2.მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების (კომპეტენციის) ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მისგან მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაცია; ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული  სხვა უფლებამოსილებები.

3.მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას მსჯავრდებულისა და სხვა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება და მითითება; ვ) დაიცვას ამ კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემულ ქონებას; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირის პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ი) შესაბამისი რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად წარმართოს სააგენტოში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები; კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით; ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს სააგენტოს მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს; მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და ის კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს; სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ეს სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.

4.მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პასუხს აგებს პირადად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მის, სამინისტროს, სააგენტოს ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

6.მოსამსახურეს ეკრძალება: ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა; გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ); დ) მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (მათ შორის, გარიგების დადება და სხვა ურთიერთობა), რომელიც მის სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს არ განეკუთვნება; ე) გაფიცვა და მასში მონაწილეობა; ვ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა; ზ) საჯარო მოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება.

7.მოსამსახურე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. პირს, რომელიც მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს.

8.მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების (კომპეტენციის) ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მისგან მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაცია; ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული  სხვა უფლებამოსილებები. 3. მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას მსჯავრდებულისა და სხვა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება და მითითება; ვ) დაიცვას ამ კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემულ ქონებას; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირის პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ი) შესაბამისი რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად წარმართოს სააგენტოში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები; კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით; ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს სააგენტოს მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს; მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და ის კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს; სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ეს სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები. 4. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პასუხს აგებს პირადად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მის, სამინისტროს, სააგენტოს ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას. 6. მოსამსახურეს ეკრძალება: ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა; გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ); დ) მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (მათ შორის, გარიგების დადება და სხვა ურთიერთობა), რომელიც მის სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს არ განეკუთვნება; ე) გაფიცვა და მასში მონაწილეობა; ვ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა; ზ) საჯარო მოხელისმოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება. 7. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. პირს, რომელიც მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს. 8. მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
წინა მუხლი 11¹⁹შემდეგი მუხლი 11²⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოხალისესთან ურთიერთობის ხელშეკრულებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №43

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-01
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 50საქართველოს სისხლი… 50

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7³მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
  • 25მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 59მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

თავდაცვის კოდექსი

  • 33სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები
  • 173მოხალისის უფლება-მოვალეობები და სოციალური დაცვა
  • 32სამხედრო მოსამსახურის უფლება და პრივილეგია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 72მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის ვალდებულება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 11იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 13²—

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  • 7მოხელის უფლება-მოვალეობანი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 17აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7³85013²501140727593317332212511²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026