Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 21

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 21. მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:პერსონალის უფლებებიკორუფცია და თანამდებობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.

2.მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

3.მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას შესაბამისი მატერიალური ფასეულობები; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირის პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ი) რესურსების ეკონომიურად გამოყენებით (ხარჯვით) ეფექტიანად და სწორად წარმართოს სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები; კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით; ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს სამსახურის მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს; მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობასა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, გამოიყენოს ისინი კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ან/და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საიარაღო სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ან/და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.

4.მოსამსახურეს ეკრძალება: ა) სამსახურში ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში) მონაწილეობა; გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. ეს ქმედება ჩაითვლება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად; დ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის  120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირთან/პირებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (გარიგების დადება და სხვა), რომელიც არ მიეკუთვნება მის სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა ან შესანახად ან სხვა მიზნით მისგან ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება, რომელიც არ უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას.

5.მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. სამსახურში მიღებულ პირს უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოსამსახურის მიერ პოლიტიკური შეხედულებით მოქმედება. მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პოლიტიკური შეხედულების ან პარტიული კუთვნილების გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

6.მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

7.მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებითა და მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას შესაბამისი მატერიალური ფასეულობები; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირის პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ი) რესურსების ეკონომიურად გამოყენებით (ხარჯვით) ეფექტიანად და სწორად წარმართოს სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები; კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით; ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს სამსახურის მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს; მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობასა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, გამოიყენოს ისინი კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ან/და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საიარაღო სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ან/და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები. 4. მოსამსახურეს ეკრძალება: ა) სამსახურში ალკოჰოლური,ალკოჰოლის, ნარკოტიკული ანსაშუალების, ფსიქოტროპული სიმთვრალისნივთიერების მდგომარეობაშიან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში) მონაწილეობა; გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. ეს ქმედება ჩაითვლება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად; დ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის  120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირთან/პირებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (გარიგების დადება და სხვა), რომელიც არ მიეკუთვნება მის სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა ან შესანახად ან სხვა მიზნით მისგან ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება, რომელიც არ უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას. 5. მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. სამსახურში მიღებულ პირს უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოსამსახურის მიერ პოლიტიკური შეხედულებით მოქმედება. მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პოლიტიკური შეხედულების ან პარტიული კუთვნილების გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. 6. მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი. 7. მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებითა და მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-01
1
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 50საქართველოს სისხლი… 50მუხლი 120მუხლი 20მუხლი 50

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 25მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 59მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

თავდაცვის კოდექსი

  • 33სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები
  • 173მოხალისის უფლება-მოვალეობები და სოციალური დაცვა
  • 32სამხედრო მოსამსახურის უფლება და პრივილეგია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა
  • 12სამსახურის უფლებამოსილება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 72მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის ვალდებულება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 11იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 13²—

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 31სამხედრო სამსახური

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²50501140725933173321202050112521
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026