საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 73⁵. ქცევის ზოგადი წესები კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.

2.თუ გაურკვეველია, საჯარო მოსამსახურეს აქვს თუ არა შემოთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ანდა მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე.

3.თუ საჯარო მოსამსახურეს სთავაზობენ არაჯეროვან სარგებელს, იგი ვალდებულია: ა) უარი თქვას არაჯეროვან სარგებელზე; ბ) შეეცადოს, მოახდინოს ასეთი წინადადების შემომთავაზებელი პირის იდენტიფიცირება; გ) შეზღუდოს ამ პირთან კონტაქტი და შეეცადოს, დაადგინოს ასეთი წინადადების შემოთავაზების საფუძველი; დ) თუ შეუძლებელია საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება, საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს; ე) გამოიყენოს მოწმეთა ჩვენებები (მათი არსებობის შემთხვევაში); ვ) შემოთავაზების მცდელობის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს.

4.საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების გზით ამხილოს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან; ბ) თუ არ ჰყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს.

5.ზემდგომი თანამდებობის პირი ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აცნობოს სამართალდამცავ ორგანოს; ბ) არ გაამჟღავნოს მამხილებლის და მასთან დაკავშირებული პირის ვინაობა (საიდენტიფიკაციო მონაცემები); გ) არ დაუშვას მამხილებლის და მასთან დაკავშირებული პირის რეპუტაციის შელახვა; დ) დაიცვას მამხილებელი, რათა არ გაუარესდეს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ან არ შეიზღუდოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1183-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.54 თავი VII. მოხელის წახალისება, სამსახურებრივი დაწინაურება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. 2. თუ გაურკვეველია, საჯარო მოსამსახურეს აქვს თუ არა შემოთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ანდა მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე. 3. თუ საჯარო მოსამსახურეს სთავაზობენ არაჯეროვან სარგებელს, იგი ვალდებულია: ა) უარი თქვას არაჯეროვან სარგებელზე; ბ) შეეცადოს, მოახდინოს ასეთი წინადადების შემომთავაზებელი პირის იდენტიფიცირება; გ) შეზღუდოს ამ პირთან კონტაქტი და შეეცადოს, დაადგინოს ასეთი წინადადების შემოთავაზების საფუძველი; დ) თუ შეუძლებელია საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება, საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს; ე) გამოიყენოს მოწმეთა ჩვენებები (მათი არსებობის შემთხვევაში); ვ) შემოთავაზების მცდელობის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. 4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების გზით ამხილოს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან; ბ) თუ არ ჰყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს. 5. ზემდგომი თანამდებობის პირი ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აცნობოს სამართალდამცავ ორგანოს; ბ) არ გაამჟღავნოს მამხილებლის და მასთან დაკავშირებული პირის ვინაობა (საიდენტიფიკაციო მონაცემები); გ) არ დაუშვას მამხილებლის და მასთან დაკავშირებული პირის რეპუტაციის შელახვა; დ) დაიცვას მამხილებელი, რათა არ გაუარესდეს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ან არ შეიზღუდოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1183-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.54 თავი VII. მოხელის წახალისება, სამსახურებრივი დაწინაურება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №80 · ძალაშია 1 ივლ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ნოე. 1997 – 13 ივლ. 2009 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4134022111²13⁵13⁴13²47273712973⁵
მნიშვნელობით ახლოსკორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სისხლის სა…საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ფინანსთა ს…პენიტენციური კოდექსი