Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 29

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 29. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ინდივიდუალური გათავისუფლებაპოლიტიკის შემუშავებაგადადგომაწინასწარი სარჩელის უზრუნველყოფა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება გულისხმობს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და სამსახურის გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.

2.მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია.

3.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) წერილობითი განცხადება/პატაკი, თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი თანახმაა მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებაზე (წელიწადში არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა); ბ) მოსამსახურის შვებულება; გ) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა; დ) მოსამსახურის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ან/და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით; ვ) მოსამსახურის კანონის შესაბამისად დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევა; ზ) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა; თ) ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.

4.უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.

5.მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია დისციპლინური წარმოებისას იგი სამსახურს ჩამოაშოროს. სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები.

6.მოსამსახურის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი მოსამსახურეს შეუჩერებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (თანამდებობიდან დროებით გადაყენება) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7.თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ პირს აუნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი ხელფასი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026

    მე-3 ნაწილში შეჩერების ვადა 5 სამუშაო დღედ დაკონკრეტდა და „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია მინისტრის ბრძანებაზე მითითება; მე-4 ნაწილში ხელმძღვანელის ვალდებულება ახლა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირსაც ეხება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამსახურიდან წასვლის სამართლებრივი გაფორმება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დროებითი შემაკავებელი ბრძანებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამუშაო ადგილზე სიფხიზლის პოლიტიკა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება
  • 18სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²²მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
  • 11²³მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 31¹მოსამსახურისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

თავდაცვის კოდექსი

  • 84სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება
  • 74სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 55მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³⁵აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 46შრომითი ურთიერთობის შეჩერება

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁵11²²11²³4631¹555 (და…52847411301829
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026