„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 10^3. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
3. დაწესებულების დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. პირი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება დაინიშნოს.
4. დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
5. დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ან დაწესებულების წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს უფლება აქვს, დანიშნოს დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
7. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს, დაწესებულების სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური. დაწესებულების დირექტორის სხვა უფლებები და მისი მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
8. ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1915 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.225 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4205 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3899 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №104 - ვებგვერდი, 27.12.2016წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1356 - ვებგვერდი, 05.02.2026წ.
