Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიურიდიული დახმარების შესახებმუხლი 13

იურიდიული დახმარების შესახებ

მუხლი 13. დირექტორი

რედაქცია №34 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაციააღმასრულებელი მენეჯმენტიდირექტორთა დავებიხელშეკრულებების შედგენაშესაბამისობის ტრენინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირთან ურთიერთობაში.

3.დირექტორად შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

4.დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

5.დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

6.დირექტორს უფლებამოსილება უწყდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის შესაბამისად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების (უფლებამოსილების შეწყვეტის) საფუძველია მის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3368 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4359 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2217 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

რედაქციების შედარება

1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საბჭო შეარჩევს ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აღასრულებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 3. დირექტორად შეიძლება შერჩეულ იქნეს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 4. დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბჭოს წევრი. უფლებამოსილების ვადის განმავლობაში დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა. 5. დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. 6. თუ ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილების მიმართ დირექტორს აქვს პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წერილობით აცნობოს საბჭოს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 7. დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა; გ 1 ) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) თუ მან დაარღვია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები; ე) თუ იგი უხეშად ან სისტემატურად არღვევს კანონს, სამსახურის დებულებას, არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ვ) გარდაცვალების შემთხვევაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ 1 “, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს  2015  წლის  20  მარტის  კანონი  №3368 – ვებგვერდი, ვებგვერდი , 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4359  - ვებგვერდი, 11.11.2015წ. 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №136  - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2217 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  2. 15 დეკ. 2022
  3. 1 აპრ. 2018· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  4. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  5. 28 დეკ. 2013
წინა მუხლი 12¹შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის მომსახურების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორებისა და ოფიცრების დაზღვევა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორთა საბჭოს ტრენინგი და განათლება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორის მოვალეობები და პასუხისმგებლობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №34

1
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2022-12-29
3
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საჯარო სამართლის ი… 10¹საჯარო სამართლის ი… 14მუხლი 14

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 14დირექტორის ფუნქციები

ზოგადი განათლების შესახებ

  • 44დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 41დირექცია

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 8სააგენტოს დირექტორი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 7სააგენტოს მართვა

პენიტენციური კოდექსი

  • 7სამსახურის მართვა

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 4ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10³დაწესებულების დირექტორი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 10მართვა და წარმომადგენლობა
  • 10¹სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 8სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹14101458810³44414327713
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…იურიდიული დახმარების შ…ზოგადი განათლების შესა…ტრანსპორტის სფეროს მარ…საჯარო სამართლის იურიდ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026