სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 3 (დანართი 1). სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 13 თებ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობით შეიძლება, გადაეცეს სამედიცინო დაწესებულებას ამ დაწესებულების წერილობითი მოთ­­­ხოვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა)  სისხლის კომპონენტების დასახელება, რაოდენობა; ბ) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის დამადასტურებელი ინფორმაცია; გ) სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება, რომ ჰოსპიტლის მიერ მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული და მოხმარებული სისხლის კომპონენტების საფასური არ აისახება: გ.ა)  სამედიცინო დაწესებულებისათვის პაციენტის მიერ გადასახდელ წილში; გ.ბ) ფაქტობრივ ხარჯში.

2.გადაწყვეტილებას სისხლის კომპონენტების განკარგვის შესახებ იღებს ჰოსპიტლის დირექტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობების, სამინისტროსა და  ჰოსპიტლის საჭიროებების, აგრეთვე სისხლის კომპონენტების ვარგისიანობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჰოსპიტლის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: ა) სისხლის კომპონენტების მიმღები სამედიცინო დაწესებულების დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) სისხლის კომპონენტების დასახელებასა და რაოდენობას; გ) დასაბუთებას ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული სისხლის კომპონენტების უსასყიდლოდ განკარგვის პირობების არსებობის თაობაზე.

4.სისხლის კომპონენტები სამედიცინო დაწესებულებას გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში დაუყოვნებლივ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შეიცავდეს: ა) სისხლის კომპონენტების დასახელებასა და რაოდენობას; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეკვიზიტებს; გ) ჰოსპიტლისა და სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირების ხელმოწერას.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ჰოსპიტალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აგრეთვე სამინისტროს უგზავნის მიღება-ჩაბარების აქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების ასლებს.

7.სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ჰოსპიტალი უფლებამოსილია, გააფორმოს ხელშეკრულება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებთან და სამშობიარო სახლებთან, რომელშიც წინასწარ განისაზღვრება ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ტარიფის შესაბამისად სისხლის კომპონენტის საფასური. ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორებით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 15.02.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 თებ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
124123154⁶932 (და…11 (და…15302621123 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის კომპონენტების …ადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სისხლის სა…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა