Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 12

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 12. ორგანოების სამართლიანი განაწილება/ორგანოების საერთაშორისო გაცვლა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გარდაცვლილი დონორისგან მოპოვებული ორგანოების განაწილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრირებულ პირებზე (პაციენტებზე) ორგანოების განაწილების წესების მიხედვით, რომლებიც არის გამჭვირვალე, ობიექტური, სათანადოდ დასაბუთებული და შესაბამის სამედიცინო კრიტერიუმებს ეფუძნება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების განაწილების წესები განისაზღვრება თითოეული სახის ორგანოსთვის, ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე მიღებული განაწილების სტანდარტებისა და სათანადო სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად.

3.გარდაცვლილი პირისგან მიღებული არცერთი ორგანოს განაწილება (მიწოდება) არ უნდა განხორციელდეს საზღვარგარეთ გადასანერგად, თუ საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური, ორმხრივი ხელშეკრულება არ არსებობს.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების განაწილების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ტრანსპლანტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.

5.ორგანოების განაწილების წესები საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს კლინიკური შედეგების, სამართლიანობის, ხარისხის, უსაფრთხოების ან ეფექტიანობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

6.შესაბამისმა დაწესებულებებმა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა გამოიჩინონ ძალისხმევა თითოეული გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის პროცესის ოპტიმიზაციის, ამ ორგანოს კლინიკური გამოყენების ხელშეწყობისა და გაცემული (დონაციური) ორგანოს მიერ  ფუნქციონირების შეწყვეტის რისკის შემცირების მიზნით.

7.ორგანოების საერთაშორისო გაცვლა (მათ შორის, ორგანოების საერთაშორისო გაცვლის ფარგლებში იმპორტი ან/და ექსპორტი) უნდა განხორციელდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. ორგანოების საერთაშორისო გაცვლის მიზნით თანამშრომლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი და დასაბუთებული უნდა იყოს ორმხრივი ინტერესი და მხარეთა შორის ორგანოების გაცვლის დაბალანსების პრინციპი. ორგანოების საერთაშორისო გაცვლა უნდა განხორციელდეს ორგანოების საერთაშორისო გაცვლისთვის საჭირო საინფორმაციო პროცედურების შესაბამისად, რომლებსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. ეს საინფორმაციო პროცედურები მოიცავს დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების შესახებ ინფორმაციისა და ორგანოების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გადაცემის, აგრეთვე სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშგებისა და ორგანოების საერთაშორისო გაცვლისთვის საჭირო სხვა პროცედურებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიოეთიკის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 33მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 23გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი
  • 27გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციის საკითხის გადაწყვეტაში მისი ოჯახის მონაწილეობა და დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 32ორგანოს გადანერგვა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 26ქსოვილის მოპოვება
  • 21მოთხოვნები ქსოვილის დონაციაზე თანხმობისადმი
  • 6ქსოვილის თანაბარი ხელმისაწვდომობა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 116
  • 114
  • 118

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316²განცხადების შეტანა
  • 316³განცხადების შინაარსი

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316²316³1161141183 (და…26216334623273212
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის კომპონენტების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026