ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 15. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტია

1.სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის უფლებამოსილებებია: ა) სისხლის დაწესებულებებისგან მიიღოს და შეინახოს დამზადებული სისხლი და სისხლის კომპონენტები შემდგომ გამოსაყენებლად; ბ) მართოს სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგები. სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით; გ) განახორციელოს სისხლისა და მისი კომპონენტების პრეტრანსფუზიური ტესტირება (დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის ტესტირება). სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის მიერ განსახორციელებელი ტესტირების პროცედურები და წესები განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; დ) გასცეს სისხლი და მისი კომპონენტები ტრანსფუზიის მიზნით; ე) თავისი საქმიანობა განახორციელოს სისხლის დაწესებულებებთან კოორდინაციით; ვ) განახორციელოს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სხვა ღონისძიებები.

2.სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შექმნილი უნდა ჰქონდეს ხარისხის სისტემა.

3.სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს მიკვლევადობასთან, სერიოზულ გვერდით მოვლენებსა და სერიოზულ გვერდით რეაქციებთან, სისხლისა და მისი კომპონენტების შენახვასა და გაცემასთან, დონორის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვასთან, აგრეთვე სისხლის დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებით ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

4.სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი ვალდებულია წლის დასაწყისში წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით მიაწოდოს სისხლის დაწესებულებას დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში განსახორციელებელი ტრანსფუზიებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების საჭიროების შესახებ. თავი III ჰემოზედამხედველობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47124125531509²663 (და…2 (და…4274211211315
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …სისხლის კომპონენტების …ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სამოქალაქო…სამედიცინო-სოციალური ე…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა