Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებმუხლი 21

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

მუხლი 21. მოთხოვნები ქსოვილის დონაციაზე თანხმობისადმი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.გარდაცვლილი პირის ქსოვილი შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარდაცვლილი პირის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპის დაცვით სიცოცხლეში განცხადებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.თუ გარდაცვლილ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ქსოვილის დონაციაზე, მისი ქსოვილის მოპოვება შეიძლება, თუკი დაცულია ყველა შემდეგი პირობა: ა) არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქსოვილის დონაცია არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილი პირის ეთიკურ პრინციპებს; ბ) გარდაცვლილ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია უარი გარდაცვალების შემდეგ ადამიანისთვის გადასანერგად მისი ქსოვილის დონაციაზე; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს, იმავე პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით, თანახმაა გარდაცვლილი პირის ქსოვილის დონაციაზე.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვლილი პირის ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვთ მასთან ნათესაური კავშირის მქონე სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს, რომლებსაც დაწესებული არ აქვთ მხარდაჭერა ან მზრუნველობა, შემდეგი რიგითობის მიხედვით: ა) მეუღლე; ბ) შვილი; გ) მშობელი; დ) შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი; ე) და, ძმა; ვ) დისშვილი, ძმისშვილი; ზ) ბებია, პაპა; თ) დეიდა, მამიდა, ბიძა; ი) დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი.

4.თუ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე რამდენიმე პირი, რომლებსაც თანაბარი უფლება აქვთ, და თუნდაც ერთმა მათგანმა უარი განაცხადა გარდაცვლილი პირის ქსოვილის დონაციაზე, გარდაცვლილი პირის ქსოვილის მოპოვება დაუშვებელია.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირს გარდაცვლილი პირის ქსოვილის დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე პუნქტით განსაზღვრული წინა რიგისთვის მიკუთვნებული პირი (პირები) ცოცხალი (ცოცხლები) არ არის (არ არიან) ან შეუძლებელია, მან (მათ) ქსოვილის დონაციაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს (მიიღონ) ქსოვილის მოპოვებისთვის საჭირო/დასაშვები დროის განმავლობაში.

6.თუ გარდაცვლილ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ქსოვილის დონაციაზე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ვერცერთი პირი ვერ მოიძებნა, გარდაცვლილი პირის ქსოვილის მოპოვება დაუშვებელია.

7.თუ გარდაცვლილი პირი საქართველოს მოქალაქე არ არის, ადამიანისთვის გადასანერგად მისი ქსოვილის ამოღება შეიძლება, თუკი ქსოვილის დონაციაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა გარდაცვლილი პირის მეუღლემ, მშობელმა, დამ, ძმამ ან სრულწლოვანმა შვილმა.

8.თუ გარდაცვლილი პირი მხარდაჭერის მიმღებია ან არასრულწლოვანია, ადამიანისთვის გადასანერგად მისი ქსოვილი შეიძლება ამოღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს მისი მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

9.ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება ქსოვილის მოპოვებამდე უნდა შემოწმდეს.

10.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 17ქსოვილის დონაციის უფლება
  • 16დონორის ინფორმირებული თანხმობა ქსოვილის დონაციაზე
  • 26ქსოვილის მოპოვება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 23გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი
  • 15ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვების საფუძველი და პირობები
  • 27გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციის საკითხის გადაწყვეტაში მისი ოჯახის მონაწილეობა და დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 118
  • 116
  • 114

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316³განცხადების შინაარსი

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 23დონორის შესაბამისობა
  • 26სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³118116114232622417162623152721
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის სისხლისა და …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026