Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიმუხლი 95

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 95. არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვაარასრულწლოვანთა სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.არასრულწლოვანი მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 3 თვეზე ნაკლები.

3.არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური აცნობებს სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სააგენტო შეისწავლის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის შედეგებს სააგენტო პენიტენციურ სამსახურს უგზავნის.

4.პენიტენციური სამსახური ამზადებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს, რომელშიც აღნიშნულია სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოს მიერ გაგზავნილ შესწავლის შედეგებთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს უგზავნის. შესწავლის შედეგები და მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმე ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ნაწილია.

5.არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.

6.არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული შინაპატიმრობის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, შინაპატიმრობის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის 1 დღე – თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.

7.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიცავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის და მისი გათავისუფლებისთვის მზადყოფნის სრულ შეფასებას, აგრეთვე საკითხის განხილვისას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

8.არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აგრეთვე პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ მისაღებ ზომებს.

9.არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

წინა მუხლი 94შემდეგი მუხლი 96

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ახალგაზრდა მიზეზის შემსუბუქება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პაროლის სმენები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობით ვადამდე გათავისუფლება / "უდო" - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობითი გათავისუფლების განცხადებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №28

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 73მუხლი 27მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 98არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მზადება
  • 36არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო
  • 88არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
  • 67პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება
  • 380სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 285სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა
  • 284ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება
  • 205პატიმრობა

პენიტენციური კოდექსი

  • 91საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 4ვადის ათვლა
  • 5უფლების აღდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7372673802852842052773983688459195
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისქესობრივი თავისუფლები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025