1.მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება.
2.მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით − იმავე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად.
3.სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გაათავისუფლოს მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა.
4.მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლის გამოსაცდელი ვადით.
5.სასამართლო ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.
6.თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.
7.სასამართლო მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისა და მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენით. მასში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაწილეობა სავალდებულოა.
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის კანონი
№945
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3126
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი №89 – ვებგვერდი, 11.01.2021წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება.2. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით − იმავე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად.3. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გაათავისუფლოს მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა.4. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლის გამოსაცდელი ვადით.5. სასამართლო ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.6. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.7. სასამართლო მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისა და მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენით. მასში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაწილეობა სავალდებულოა.
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის კანონი
№945
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3126
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი №89 – ვებგვერდი, 11.01.2021წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №178
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
2 მარ. 2026 – 1 ივლ. 2026ტექსტი უცნობია
23 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026ტექსტი უცნობია
1 ივლ. 2025 – 23 დეკ. 2025ტექსტი უცნობია
26 ივნ. 2025 – 1 ივლ. 2025ტექსტი უცნობია
1 ივნ. 2025 – 26 ივნ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.