არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 75. არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

2.არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.

3.არასაპატიმრო სასჯელის აღსასრულებლად, არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობა 1  წლამდე ვადით. ეს წესი არ მოქმედებს ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4.ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5363381¹44⁸14¹1381¹251¹286456976679475
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…კონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა