Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებმუხლი 13

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 13. მოსამართლის ბრძანება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, ბრძანებით გასცეს ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვა, თუ არსებობს შესაბამისი ობიექტური საფუძველი და შესრულებულია ამ კანონის მე-10 და მე-12 მუხლების მოთხოვნები.

2.მოსამართლე ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მოსამართლეს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება: ა) გასცემს ბრძანებას ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ; ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3.მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად.

4.ამ მუხლის მიხედვით გაცემული ბრძანებით ნებადართულია ელექტრონული თვალთვალი იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გაგრძელება შეიძლება მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, იმავე წესით და საფუძვლით, რაც დადგენილია თავდაპირველი ბრძანებისათვის, თითოეულ ჯერზე არა უმეტეს 12 თვისა.

6.ზედამხედველი მოსამართლე, რომელიც გასცემს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ბრძანებას, ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ღონისძიების აღსრულების პროცესს.

7.ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების (შუამდგომლობა, ბრძანება და სხვა) მიმართ მოქმედებს საიდუმლოების დაცვის რეჟიმი.

8.ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს: ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; ბ) განკარგულება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ; გ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახე; დ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების შესახებ მონაცემები (სავალდებულო არ არის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემთხვევაში, თუ ღონისძიების მიზანი ამ ობიექტის/ობიექტების იდენტიფიცირებაა); ე) მკაფიოდ იდენტიფიცირებადი მონაცემები ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების შესახებ, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ფარგლებში; ვ) ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღები და დრო; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანების განხორციელების ადგილი; თ) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულოს; ი) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს მოპოვებული ინფორმაცია; კ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება; ლ) ღონისძიების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები.

9.ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს). საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 მარ. 2020· გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    მე-13 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი ბრძანების სავალდებულო რეკვიზიტებისა და სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შესახებ და მე-9 პუნქტი ბრძანების 3 ეგზემპლარად შედგენისა და ეგზემპლართა განაწილების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 დეკ. 2018 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 მარ. 2017
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 14⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁵ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი
  • 12ელექტრონული თვალთვალი
  • 14¹ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 26ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 75არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁷მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი
  • 21⁹⁷მოსამართლის ბრძანება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 10¹მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და განხორციელება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72⁸მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა

პენიტენციური კოდექსი

  • 58ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 207განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶⁷21⁶⁶21⁹⁷10¹1291414⁷14⁵14¹20772⁸75265813
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საჯარო სამართლის იურიდ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…ქალთა მიმართ ძალადობის…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 დეკ. 2018 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026