სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება

რედაქცია №57 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენ ს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია უმცროსი, საშუალო ან/და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების ის უფლებამოსილება, რომელიც მას აქვს, გადასცეს თავის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ანდა იმავე დაწესებულების სისტემაში შემავალი დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

2¹.ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“−„ე 1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3.უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანახელმოწერით .

4.უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით.

5.მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით.

6.სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამო ტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების  (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტით.

7.მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

8.მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1354-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №222, სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.138 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის  კანონი №4462 -ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4956 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3722 – ვებგვერდი, 07.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №818 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენ ს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია უმცროსი, საშუალო ან/და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების ის უფლებამოსილება, რომელიც მას აქვს, გადასცეს თავის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ანდა იმავე დაწესებულების სისტემაში შემავალი დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 2 1 . ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“−„ე 1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანახელმოწერით . 4. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით. 5. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით. 6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამო ტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების  (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტით. 7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 8. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1354-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №222, სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.138 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის  კანონი №4462 -ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4956 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3722 – ვებგვერდი, 07.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №818 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹86935⁵7498¹453583179267
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო სპეციალური …საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…თავდაცვის კოდექსიპოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №57 · ბოლოს შემოწმდა